„სარკესთან“ ინტერვიუში გიორგის დედამ თეონა ჩივაძემ შვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი დიაგნოზს არ ეპუება, მხნედ არის და დედასაც ამხნევებს.
„გიორგი აქეთ მამშვიდებს, მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სულაც არ არის სანერვიულო. ნახე, როგორ კარგად ვიქნებიო - ასეთი განწყობა აქვს. ჯვარი გვწერია, ისეთი მდგომარეობა არ არის, რომ ქუჩაში ვერ გადიოდეს და იწვეს. ჩვეულებრივად არის, მაგრამ თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ სადმე კერა არ იყოს.
ეს იყო მოულოდნელი , უეცარი გამოვლენა. ერთი თვის განმავლობაში ჯერ ერთი რაღაც ასტკივდა, მერე მეორე. შემდეგ მუწუკივით რაღაც გამოუვიდა. ექოსკოპიური კვლევები ჩავუტარეთ. ყველამ ერთხმად თქვა, რომ ოპერაცია იყო საჭირო. 2-3 დღეში გადაწყდა ეს.
ტომოგრაფია გაკეთდა და ველოდებით პასუხს, რომ სადმე მეტასტაზი არ იყოს გაპარული. თურქეთის კლინიკა გველოდება და იქაც გაკეთდება მორფოლოგია. ყველასი კმაყოფილი ვარ, ექიმის, ვინს ოპერაცია გაუკეთა, მაგრამ დაზღვევის მიზნით, წყნარად რომ ვიყო, მინდა, დიაგნოზი გადავამოწმოთ. მგონი მშობელს ამის უფლება აქვს, ერთადერთი შვილი მყავს.
3 იანვარს თურქეთში მიმყავს. საწყისი თანხა, წასასვლელად და გამოკვლევებისთვის, 10 000 დოლარია. დიაგნოზს რომ დასვამენ, დანარჩენი ფინანსური დეტალები მერე მეცოდინება“- ამბობს გიორგის დედა.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ ,,თიბისი" ბანკის ანგარიშზე:
GE16TB7747845061100065
მიმღები: თეონა ჩივაძე(გიორგის დედა)
მასალის გამოყენების პირობები






