"თუ მართლა აღმოჩნდა რომელიმე ოჯახში იარაღი, მოვემზადოთ ცუდისთვის და ტერაქტებს ველოდოთ" - იდიგოვი
საზოგადოება - 10:20, 27 Dec, 2017     1984
„კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელი პანკის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გასაჯაროებასა და ერთ-ერთ ოჯახში აღმოჩენილი იარაღის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ითხოვს.

მისი თქმით, სუსი-ს მიერ დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც იცნობს.

„არაფერი ვიცი იმ ადამიანებზე, რომელთა გვარებს სპეცოპერაციასთან კავშირში ასახელებენ. მათზე ახმედ ჩატაევის საქმესთან კავშირში არაფერი გამიგია, რიზვან ცეტიაშვილს კი, კარგად ვიცნობ. ეს ის პირია, რომელმაც მას ბინის გასაღები გადასცა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახმედ ჩატაევს სტამბოლში ერთ-ერთი აჭარელი მეგობარი და რუსლან ალდაგოვი შეხვდნენ და აქ გადმოსასვლელი დერეფნის შესახებ მოილაპარაკეს. ის თურქეთიდან აჭარის გავლით ფეხით ჩამოვიდა," - აცხადებს უმარ იდიგოვი.

იდიგოვი მოსალოდნელი ტერაქტების საშიშროებაზე საუბრობს.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შემდეგ აღმოჩენილი იყო იარაღის მთელი არსენალი. გასარკვევია, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს. თუ მართლა აღმოჩნდა რომელიმე ოჯახში იარაღი, მაშინ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ, მოვემზადოთ ცუდისთვის და ტერაქტებს ველოდოთ," - აღნიშნა იდიგოვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42