"ტრისტან მახაური ძალიან ცუდად ყოფილა...ისეა ტკივილებისაგან დაუძლურებული, საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირს"
საზოგადოება - 15:10, 26 Dec, 2017     4552

ცნობილი ფოლკლორისტისა და ლიტერატორის, ტრისტან მახაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ამის შესახებ ქართველი პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი მიხეილ ღანიშაშვილი ფეისბუკზე წერს.

"ტრისტან მახაური ძალიან ცუდად ყოფილა!

ახლახან თბილისიდან შემატყობინეს ძალიან სამწუხარო ამბავი:

ცნობილი ფოლკლორისტი, ლიტერატორი და შესანიშვანი პიროვნება ბატონი ტრისტან მახაური ძალიან ცუდად ყოფილა.

მას ამ ორიოდე წლის წინათ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა კუჭზე, შემდეგ ქიმიებსაც იკეთებდა და თითქოს გამომჯობინდა კიდეც. მაგრამ ვერგამა დაავადებამ კვლავ თავი იჩინა...

ამასწინათ უნივერსიტეტში ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ვნახე და ისეთი გამხდარი და დაუძლურებული მეჩვენა, რომ ლამის ენა მუცელში ჩამივარდა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე.

გუშინ-გუშინწინ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებია. ისეა ტკივილებისაგან დაუძლურებული, რომ საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირსო...

ტრისტანი უსახსროა და მომვლელ-პატრონის ხელიც აკლია.

მე ჭართალაში ვიმყოფები, სოფლის საქმეებში ვარ გახლართული და არც კი ვიცი, როდის ან როგორ შევძლებ თბილისში ჩამოსვლას, რომ ისე და იმდენად მაინც მივშველებოდი, რაც და როგორც შემეძლებოდა.

აბა, უექიმოდ და უწამლოდ ავადმყოფს რა უნდა ეშველოს?

ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით მეგობრებს, ახლობლებსა და ნაცნობებს, ვინც ახლა თბილისში იმყოფებით ან ხელი მიგიწვდებათ კარგ ექიმებსა და კლინიკებზე, რომ დაუკავშირდეთ და დაეხმაროთ ამ დიდებულ ადამიანს!

ეს არის ტრისტანის ტელეფონის ნომერი: 595152261" - წერს ღანიშაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42