რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ულოცავს
საზოგადოება - 16:31, 25 Dec, 2017     2049

მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი ილია მეორეს ინტრონიზაციის 40 წლის იუბილეს ულოცავს. რუსეთის პატრიარქის მილოცვის ტექსტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ამბიონიდან რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა წაიკითხა.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მრავალი ათეული წლის მანძილზე მე მქონდა თქვენთან თანამშრომლობის ბედნიერება, მათ შორის საერთაშორისო ქრისტიანულ ღონისძიებებში, სადაც თქვენ მტკიცედ იცავდით მართლმადიდებელთა პოზიციებს. ფრიად ვაფასებ თქვენს წვლილს მართლმადიდებელთა ერთობის განსამტკიცებლად შეტანილს. ჩვენ მოგვიწია გვეღვაწა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვართა და წარმომადგენელთა შეკრებებზე, კონსტანტინეპოლსა და სხვა მნიშვნელოვან ფორუმებზე, ამ ერთობლივი საქმიანობით ჩვენ მუდამ ვცდილობდით შეგვანრჩუნებინა სულის ერთობა.

დიდად მადლიერი ვართ თქვენი ძალისხმევისთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სრულიად განსხვავებულ სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. იქნება ეს მომლოცველობა, სტუდენტთა და მეცნიერთა საღვთისმეტყველო გაცვლითი პროგრამები თუ სხვა. წარმატებით დაასრულეთ რა მოსკოვის სასულიერო სასწავლებელი, თქვენ არაერთხელ ბრძანდებოდით ჩვენი ეკლესიის სასურველი სტუმარი, ჩვენი ეკლესიის სამი მეთაურის პატრიარქობისას, ღვთით კურთხეულ ივერიაში კი იღებდით მოსკოვის საპატრიარქოს მრავალ იერარქსა და მრავალ სასულიერო პირს.

ჩვენს ეკლესიაში მხურვალედ უყვარხართ და აფასებენ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას. ჩვენი ძმური სიყვარულისა და პატივისცემის გულითადი ცნობების წარმოსაჩენად საქართველოში წარმოვგზავნეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეული დელეგაცია ნიჟნინოვგოროდისა და აზნამასის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გიორგის ხელმძღვანელობით. რუსული ეკლესიის სისავსისა და პირადად ჩემი სახელით ლოცვით შევთხოვთ უფალს მრავალი კეთილი წელი მოჰმადლოს თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას, ასევე პირველ იერარქის ღვაწლში მოგანიჭოთ ღვთის უშურველი შეწევნა, სულიერი და ხორციელი ძალების განმტკიცება და უფლისმიერი სიხარული”, - ნათქვამია მილოცვაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42