„2018, ვინაიდან ყვითელი ძაღლის წელწადია, ამიტომ ძირითადი ფერებია ყვითელი, ოქროსფერი, ჩალისფერი. წლის კიდევ ერთი მმართველი არის მიწის სტიქია, ამიტომაც დაემატება მისი მეგობრული სტიქიების - ხისა და წყლის ფერები: ყავისფერი, მწვანე, ლურჯი. შესაბამისად, სასურველია ამ ფერებში გამოვეწყოთ 31 დეკემბერსა და 16 თებერვალს, როცა აღმოსავლური კალენდრით რეალურად შემობრძანდება ძაღლის წელიწადი. ნაძვის ხეც, ძირითადად, ამ ფერებში უნდა მორთოთ. ნაძვის ხის გვერდით მოათავსეთ ჩიჩილაკი და ცირცელის ტოტი, რომელიც თქვენს ოჯახს ავი თვალისგან და უარყოფითი ენერგიის ზეგავლენისგან დაიცავს (მისი მოთავსება შესაძლებელია კარის თავზეც). ასევე , სასიკეთო იქნება ნაძვის ხის გვერდით ატმის, თუნდაც დეკორატიული ტოტის მოთავსება, რადგან იგი ფენშუის პრინციპთა მიხედვით, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს შეუწყობს ხელს. გარდა ამისა გაითვალისწინეთ შემდეგი, რომ მზესუმზირის ტოტი - ფულსა და იღბალს იზიდავს, მანდარინის ტოტი - წარმატების ფაქტორს წარმოადგენს, ბროწეულის ტოტი- ოჯახის გამრავლებას უწყობს ხელს, ახალი წლის შემდეგ კი, უმჯობესია, იგი საძინებელ ოთახში მოვათავსოთ.
საახალწლო მაგიდა სასურველია, ბინის ცენტრალური ნაწილში ან ოთახის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მოვათავსოთ. მაგიდა უმჯობესია სწორკუთხოვანი, კვადრატული ან მართკუთხა იყოს. სუფრა კი ყვითელი ან მწვანე, შეიძლება ლურჯი ან თეთრი ფერისაც იყოს. იმისთვის, ომ საახალწლო სუფრაზე ხუთივე სტიქია გავააქტიუროთ, საჭიროა, ავიღოთ ფაიფურის ან ბროლის დიდი ლარნაკი (მიწის სტიქია ), ავავსოთ სიუხვის სიმბოლოს მატარებელი ხილით: ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, ბროწეული და ზევიდან ოქროსფერი ძაღლის სიმბოლური გამოსახულება დავსვათ. ამ ლარნაკში ჩავაგდოთ ფენშუის 8 მონეტა ან მეიჰუას ერთი მონეტა. შეიძლება გამოიყენოთ ქართული ანდა სხვა მონეტებიც (ლითონის სტიქია). მაგიდაზე ავანთოთ 2 სანთელი (ცეცხლის სტიქია), რადგან წლის რიცხვი ორია., გვერდით კი , ღვინო, წვენი და ა.შ (წყლის სტიქია). ამასთან, ღვინო თეთრი უნდა იყოს. სასურველია საკვების სიუხვე. კერძები უნდა იყოს ტრადიციული, ვინაიდან ძაღლი კონსერვატიული ხასიათისაა.
მაგიდაზე მოათავსეთ ძაღლისა და მამლის სიმბოლოები, მამალს საკენკი დაუყარეთ, ძაღლს დაუდეთ ძვალი (შესაძლებელია დეკორატიულიც) ან ხორცის ნაჭერი.“- აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






