„25 დეკემბერს დილის 00.30 საათზე სასტუმრო Rooms-ის სახურავზე გაჩნდა ხანძარი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა მხოლოდ ოთხი ოთახი და სასხვენო გადახურვა.
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემამ და კერძოდ კვამლის სენსორებმა დროულად და ეფექტურად იმოქმედა. რის შედეგადაც სტუმრების და პერსონალის ევაკუაცია მოხდა სწრაფად და ოპერატიულად. სასტუმრო Rooms’ის ყველა სტუმარი Adjara Group’ის კუთვნილ სასტუმრო Holiday Inn’ში იყო გათავსებული.
ადგილზე მობილიზებული იქნა რამდენიმე სახანძრო ბრიგადა, რომლებმაც მოკლე პერიოდში მოახდინეს ხანძრის ლიკვიდირება.
დღეს შუადღისას სასტუმრო უბრუნდება ჩვეულ სამუშაო რითმს. უახლოეს საათებში დაიწყება ევაკუირებული სტუმრების დაბრუნება და ახალი სტუმრების მიღება.
ხანძრის გაჩენის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.“- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






