საყოველთაო Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილია Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართული, მხოლოდ ადგილობრივი მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული ქართული და მრავალფეროვანი პროდუქცია, რომელიც ყველა გემოვნების და ასაკის ადამიანის სურვილებს დააკმაყოფილებს.
Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა, მათ ვინც ჩართულია საყოველთაო Secret Santa-ს პროექტში, შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ქართული საჩუქარი, ადგილზევე ჩააბაროს ფოსტას გზავნილი და გაახაროს სრულიად უცნობი ადრესატი. აღსანიშნავია, რომ წელს სანტებს შესაძლებლობა აქვთ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას.
საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაც დასაჩუქრდენ. ამ ეტაპზე Secret Santa-ს პროექტში ჩართვისათვის რეგისტრაცია დასრულებულია და ადრესატები თავიანთი სანტების საჩუქრებს ელიან. ადამიანების ჩართულობით ახალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება, რადგან მთელი გულით გაცემულ სულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს. თუ ხარ Secret Santa ეწვიე საშობაო ბაზრობას და #აჩუქე ქართული.
მასალის გამოყენების პირობები






