გახდება თუ არა კალაძე პოლიტიკური პასუხისმგებელი ნარმანიას გენგეგმაზე
საზოგადოება - 12:07, 25 Dec, 2017     1884

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტი, კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ 2017 წლის 8 დეკემბერს წარუდგინა ქალაქის არქიტექტურის სამსახურს. წესით და რიგით, არქიტექტურის სამსახურს 23 დეკემბრამდე ჰქონდა ვადა, შეემოწმებინა საბოლოო ვარიანტი, გაეფორმებინა კონტრაქტორისთვის მიღება-ჩაბარების აქტი, დაეჯარიმებინა ის , ან შეეწყვიტა ხელშეკრულება.

თუმცა, არქიტექტურის სამსახურმა ისევ, ამჯერად მეხუთედ, დაიწუნა წარდგენილი პროექტი და ხარვეზების გამოსწორების მიზნით კიდევ 10 დღით გადაწია საბოლოო ვერდიქტის მიღების ვადა.

სიტუაცია მგგ-ს ირგვლივ, უკვე ყოველგვარ იურიდიულ და ეთიკურ ჩარჩოებს სცილდება და აღნიშნული პროცესი აშკარად აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ გარკვეული პიროვნებების ჯგუფი გამალებული ცდილობს საკუთარი მერკანტელური ინტერესების ასახვას მგგ-ში და მერიის არქიტექტურის სამსახურის ახალი მესვეურებიც ჩათრეულები აღმოჩდნენ ამ პროცესში.

დოკუმენტი, რომლის შესახებაც ჩვენ გვაქვს საუბარი, ქართველი სპეციალისტების, სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების მძაფრ კრიტიკას იმსახურებს, ისინი ცალსახად თანხმდებიან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი საერთოდ არ არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. მეტიც- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ საერთოდ არ არის წარმოდგენილი იურიდიული დოკუმენტი სახელად - „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ , რომელიც უნდა დაამტკიცოს ქ.თბილისის საკრებულომ და შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (https://matsne.gov.ge/)

წლების განმავლობაში თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესწავლის შედეგად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ერთი და იგივე შინაარსის დოკუმენტების უმარტივეს განახლებაში (update) გადახდილია უზარმაზარი თანხები ბიუჯეტიდან და რომ ეს თაღლითური სქემა ათწლეულებია მოქმედებს თბილისში, კონკრეტულად, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით და პოლიტიკური ხელისუფალის უტყვი თანხმობით.

მიუხედავდ იმისა, რომ თბილისის ძველი ხელისუფლება, ბ-ნი ნარმანიას ხელმძღვანელობით თავად იყო დამკვეთი მგგ-ს პროექტისა და ჰქონდა აშკარა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი ამ დოკუმენტის სასწრაფო წესით მიღებისა, მანაც ვერ გარისკა ყბადაღებული, არაფრისმთქმელი დოკუმენტის მიღება და ვერ გაბედა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. თუმცა, ამაში დიდი როლი მიუძღვის სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომლის მძაფრი და არგუმენტირებული კრიტიკის შემდეგ, თბილისს მერიამ თვითონვე დაუკვეთა ექსპერტიზა ფრანგ სპეციალისტებს და მათი უკიდურესად უარყოფითი შეფასების შემდეგ, თავისტკივილი სახელად „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ ახალ მერს გადაულოცა.

ბ-ნი კალაძის განცხადებები ამ დოკუმენტის შესახებ იძლეოდა იმედს, რომ ეს პრობლემა ბოლოს და ბოლოს ცივილიზირებულად მოგვარდებოდა და შეიქმნებოდა მუშა ჯგუფი, რომელიც დედაქალაქის გენგემის პრობლემატიკაზე იმუშავებდა . სამწუხაროდ, ახალი მერის დანაპირები ჯერჯერობით არ მართლდება და არქიტექტურის სამსახური ისევ განაგრძობს მუშაობას წარდგენილ დოკუმენტზე, რომელიც უკვე 5-ჯერ იქნა თვითონ ამ სამსახურის მიერ დაწუნებული, წინა ხელისუფლების მიერ 156 800 ლარით იქნა დაჯარიმებული, ხოლო არქიტექტურის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელებმა ჯერ 5600-ი და ბოლოს კიდევ 140 000 ლარით დააჯარიმეს.

ცხადია, წარმოდგენილი დოკუმენტი იმდენად სუსტია, რომ მას არც ჯარიმები, არც კოსმეტიკური ცვლილებები უშველის და არც გარკვეული ინტერესების მქონე ჯგუფის მცდელობა, მოახდინოს ბიუჯეტის კუთვნილი 2,8 მილიონი ლარის ხარჯვის გამართლება.

ამიტომ კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ ბ-ნ კალაძეს, რომ დაავალოს არქიტექტურის სამსახურს დადოს რეალური დასკვნა მგგ-ს პროექტზე, დაამთავროს ეს მარგინალიზაციამდე მისული პროცესი და თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, დაიწყოს მუშაობა ქალაქისთვის ესოდენ საჭირო დოკუმენტზე, რომელსაც თბილისის გენგეგმა ჰქვია.

ბ-ნო კახა, ამ პროცესის უსასრულოდ გაწელვა, უპირველეს ყოვლისა, თქვენ არ უნდა გაწყობდეთ, რადგან ამ არასრულყოფილი დოკუმენტის მიღება უკვე თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება.

დღეს არის მცდელობა თქვენ და თბილისს შეგატყუონ ძველი გენგემებიდან გადმოკოპირებული ანალიტიკური მასალით შეზავებული დოკუმენტი, რომელშიც აშკარად ჩანს ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები და რომლის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალური ზონები ამ ინტერესების გათვალისწინებით.

აშკარად ჩანს, რომ არის მცდელობა ამ გენგეგმის მიღება თქვენ სახელთან იყოს დაკავშირებული, რათა თქვენი წინამორბედის და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენზე გადმოვიდეს.

სხვა დასკვნის გამოტანა აშკარად ჭირს, რადგან არქიტექტურის სამსახური, მიუხედავად ჯარიმებისა კიდევ აძლევს დროს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მგგ - ში ცვლილების შესატანად თუმცა კარგად უწყის, რომ ვერანაირი შესწორება ვერ სრულყოფს ამ დოკუმენტს, ის ხელახლაა შესაქმნელი.

ნოდარ ჯალაღონია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42