„ლაქტალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტები ქსელიდან სრულად იქნება ამოღებული
საზოგადოება - 14:58, 24 Dec, 2017     1648

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღო ახალი შეტყობინება, რომელიც ეხება პრევენციული ღონისძიებების მიზნით, ფრანგული კომპანია „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტების სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღების ვალდებულებას. აღნიშნული შეტყობინება ყველა იმ ქვეყანას გაეგზავნა, სადაც ხდება აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი.

სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში - “ლაქტალის ჯორჯია” „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოებული ყველა სახის პროდუქტის ქსელიდან ამოღებას ახორციელებს. საქართველოში „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოების მხოლოდ „სელიას“ ბრენდის შემდეგი პროდუქტებია იმპორტირებული:

CELI LF NEUTRE 400G X12 PROMAT

CELIA Expert 1 400g

CELIA Expert 1 900g

CELIA Expert 2 900g

CELI EXPERT 2 400 g

CELI EXPERT 3 900 g

CELI EXPERT 3 400G

CELIA Nutrition 1 300g

CELIA Nutrition 3 300g

CELIA PRE 400g

CELI AR 400G

CELI HA NEUTRE 400G

CELI MAMA 400G

CELIA AD 350g

CELIA Digest 400g

CELI ALLERNUTRI PEPTIDE FRAR 12X400G ALG

CELI AR LBG B 400G X12 ALG

CELI AD 350GX12 AVEC LACT NEUTRE PROMAT

CELI PREMA 400G x12 NV SS PAL NEUTRE

CELI DIGEST 400G X12 PROMAT

CELI ALLERNUTRI PEPTIDE FRAR 12X400G ALG

CELI AR LBG B 400G X12 ALG

CELI PREMA 400G x12 NV SS PAL NEUTRE

აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღების პროცესი უკვე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავალა ბიზნესოპერატორს, შეეჩერებინა ორგანიზაციის დანართში მითითებული „სელიას“ პროდუქციის პარტიების რეალიზაცია და სარეალიზაციო ქსელიდან მისი ამოღება.

11 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა შეტყობინება „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლიდანწარმოებული პარტიების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ყველა ქვეყანაში, სადაც ექსპორტი ხორციელდებოდა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა საფრანგეთში, მიმდინარე წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში „სალმონელა აგონათი“ ბავშვების ინფიცირების 26 შემთხვევა. ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, ეჭვი მიიტანეს „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებზე- Picot Lait Picot SL sans Lactose 350 g,; Milumel Bio 1 900g;, Picot peptide junior sans Lactose 460g.. დასახელებული ბრენდებიდან „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციის იმპორტი საქართველოში არ ხდება. თუმცა, პრევენციის მიზნით, გამოთხოვილი სურსათის ჩამონათვალში აღმოჩნდა ბრენდ “სელიას“ რამდენიმე პარტია და საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, პროდუქციის რეალიზაცია მაშინვე შეჩერდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42