თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოზაიკური ჩანახატებით გაფორმებული ორი მუსიკალური შადრევანი მოეწყო. პროექტი ინოვაციურია, რადგან საქართველოს მასშტაბით, შადრევნების ფოტოჩანახატებით გაფორმება პირველად მოხდა.
ერთი მათგანი თემქის ცენტრალურ გზაზე (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) არსებულ სკვერში, მეორე კი, ც.დადიანის ქუჩაზე, მეტროსაგდურ „ნაძალადევის“ გვერდით რეაბილიტირებულ სკვერშიმოეწყო.
მუსიკალური შადრევნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ პარლამენტის წევრ ზაზა გაბუნიასთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და დავითჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.
ორივე მუსიკალურ შადრევანს 10-მდე ფუნქცია აქვს და ღამის საათებში რამდენიმე ფერში ნათდება. განათებულია მოზაიკური ჩანახატებიც. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






