იუმორისტული შოუს წევრები და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ არასრულწლოვანთა დაწესებულებას ესტუმრნენ
საზოგადოება - 16:39, 23 Dec, 2017     1512
N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დამდეგი შობა-ახალი წელი დღეს იუმორისტული შოუს მსახიობებმა და ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ მიულოცეს.

მსახიობები ლევან კვარაცხელია, ლევან გოგორელიანი, თემურ მჟავია და ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ წევრები - რევაზ ბლიაძე და ლევან ხოტივარი დაწესებულებას პირადად ესტუმრნენ და იუმორისტულ ნომრებთან ერთად, სიმღერებიც შეასრულეს. სტუმრებმა იუმორისტულ ჟანრში მუშაობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხეს.

მსახიობ თემურ მჟავიას განცხადებით, საზოგადოების მხარდაჭერა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „როცა ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად, ახლობლების გარემოცვაში ხვდება, მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ახალგაზრდებმა ჩვენი გვერდით დგომა იგრძნონ. აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული გარემო და პირობები სახელმწიფოს მხრიდან ამ ახალგაზრდების მიმართ ზრუნვაზე მიუთითებს. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ მოვიდეთ და მათთვის ღონისძიებები გავმართოთ“, - განაცხადა თემურ მჟავიამ.

„რეზო და ბავშვების“ ხელმძღვანელის რევაზ ბლიაძის განცხადებით, მისი ჯგუფი მზადაა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მხარდაჭერის მიზნით, სამინისტროსთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს და დაწესებულებაში სამომავლოდ, კონცერტიც გამართოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42