„ვისოლ ჯგუფი“ ქველმოქმედებას „დიმიტრი ცინცაძის ფონდთან“, World Vision-თან და We Help -თან ერთად განახორციელებს
საზოგადოება - 18:37, 22 Dec, 2017     1608
“ვისოლ ჯგუფი“ თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის დანაპირებს - „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“ ახალ პარტნიორებთან - „დიმიტრი ცინცაძის ფონდთან“, World Vision-თან და We Help -თან ერთად განახორციელებს და გააფართოებს იმ მოწყვლად ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქამდე უწევდა თანადგომას. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ თავისი შვილობილი კომპანიების „ვენდის“, „დანკინ დონატსის“ და „სმარტის“ ერთგულ მომხმარებლებთან და ახალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდებთან ერთად დაეხმარება ადამიანებს, ვისთვისაც მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" 2013 წლის აპრილში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებად შეიქმნა. ფონდი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად დაფუძნდა და მხოლოდ შემოწირულობებით არსებობს, მათ შორის კერძო თუ საჯარო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად გაღებული თანხით. შედეგად, ფონდი უკვე დაეხმარა 267 ბავშვს, რაც თანხობრივად ჯამში 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.

ორგანიზაცია We Help დაარსდა 2013 წლის აგვისტოში. ფონდის მთავარი მისიაა დააკავშიროს ბენეფიციარები, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით. ორგანიზაციის მთავარი მიზნებია: დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისათვის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება., შეწირულობის გაკეთების სიმარტივე ონლაინ გადახდის საშუალებით., სოციალური ქველმოქმედების კულტურის დანერგვა და პოპულარიზაცია, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. ორგანიზაციის მთავარი მახასიათებლებია: გამჭვირვალობა, სიმარტივე და სანდოობა. WeHelp პირველი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც Crowd Funding სისტემით მუშაობს

World Vision-ი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბის და უთანასწორობის დასაძლევად. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მრავალმხრივი მიდგომის საშუალებით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჯანსაღი, აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42