„მაქსიმალურ პაკეტში 230-მდე არხია, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი სპორტული არხები, სადაც სპორტის მოყვარულებს ექსკლუზიურად შეუძლიათ წამყვანი ჩემპიონატების ნახვა.
აქციის საშუალებით ყველა გამოვნების მაყურებელი შეძლებს გაეცნოს სილქ ტვ-ის სრულ კონტენტს და იპოვოს მისთვის საინტერესო ფილმები და გადაცემები. სილქ ტვ-ს პულტზე ენის შეცვლის ღილაკით კი ფილმების ნახვა, როგორც ქართულად, ასევე ორიგინალ ენაზეც არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ქართულ არხებს, მოლაპარაკების შედეგად რუსთავი 2-ის და იმედის ყურებას სილქნეტის მომხმარებელი დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებს. ასევე, უკვე 10 დღემდე გაიზარდა გადახვევის ხანგრძლივობა „იმედზე“ და „ტვ პირველზე“ - განმარტეს სილქნეტში.
აქცია სილქნეტის არსებულ აბონენტებსაც ეხებათ და სურვილის შემთხვევაში, მათაც შეუძლიათ ჩართვა. ახალი აბონენტებისთვის კი ინსტალაცია უფასოა.
რეგისტრაცია ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






