ოქსფორდის აკადემიური კავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელსაც ევროპის რექტორთა კლუბის წარმომადგენლები და 55 ქვეყნის აკადემიური ელიტა დაესწრო, პროფ. ზურაბ ვადაჭკორიას ოქსფორდის აკადემიური კავშირის დიპლომი და ტიტულის ყველა ატრიბუტიკა საზეიმოდ გადაეცა.
ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება დაწესდა ოქსფორდში, აკადემიური კავშირის და განათლების მართვის აკადემიის მიერ, ევროპის რექტორთა კლუბის და სოკრატეს საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობით. ამ საპატიო ტიტულის მინიჭება ხდება იმ პირებისათვის, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით თანამედროვე საზოგადოების სოციალურ და ინტელექტუალურ პროგრესში, მეცნიერების, კულტურის და განათლების სფეროს ინტეგრაციის პროცესებში. წოდება ენიჭებათ გამოჩენილ მეცნიერებს, გამორჩეულ მასწავლებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ ხელმძღვანელებს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს, კულტურის წარმომადგენლებსა და დიპლომატებს.
ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება უდიდესი პრივილეგიაა, რაც ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, აკადემიური კავშირის სხვა წევრებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და ევროპისა და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის განვითარებას.

მასალის გამოყენების პირობები






