კვლევის შედეგად გამოვლინდა 12 დარღვევა, კერძოდ, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში – ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. მათ საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.
გთავაზობთ ობიექტების ჩამონათვალს თბილისსა და რეგიონებში, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა.
თბილისი
შპს „იბერია“ – საქონლის ხორცის „ბასტურმა“;
შპს „ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო“ – საქონლის ხორცის ბასტურმა;
ი/მ ოთარ ხარშილაძე, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სასადილო – კატლეტი;
შპს „იმედი 2012“, საცალო ვაჭრობის პუნქტი, გლდანის მე-8 მიკრორაიონი, მე-9 კორპუსი – გაყინული ქაბაბი;
შპს „გემო ნახე“, სამგორის ზედა ამოსასვლელი – გაყინული გუფთა;
რეგიონები
შპს „მეგა“, მარკეტი ბათუმში, ანგისის ქ. 2 – გაყინული ქაბაბი;
ი/მ თეიმურაზ ნიაზაშვილი, გორი, შინდისის გზატკეცილი 7 – გაყინული ხინკალი;
კაფე-ბარი „ჩვენებურები“, ბათუმი, მაიაკოვსკის 1 – ფარში (კოტლეტი);
აგრარული ბაზარი, ბათუმი, ი/მ ბაკური – ფარში;
მარკეტი ქარელი, სტალინის ქ. 40 – ხინკალი „რაჭა“;
სასადილო „მაკრატელა“ ქარელი, ნინოშვილის ქ. 22 – საქონლის ხორცის „ოსტრი“.
კვლევის შედეგად, ვირის ხორცი ერთ ობიექტში აღმოჩნდა.
კერძოდ, შიდა ქართლში, ი/მ,,შალვა არჩვაძის” საზკვების ობიექტში გასაყიდად გამოტანილ „ოსტრში“.
მასალის გამოყენების პირობები






