გენგეგმის მითიურ სატრანსპორტო სქემაში ,,სითი ინსტიტუტმა“ გერმანელებს 1400 000 გადაუხადა
საზოგადოება - 12:15, 20 Dec, 2017     1680
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო და შესწორებული ვარიანტი, კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ 2017 წლის 8 დეკემბერს წარუდგინა ქალაქის არქიტექტურის სამსახურს. წესით, არქიტექტურის სამსახურმა 23 დეკემბრამდე უნდა შეამოწმოს ეს საბოლოო ვარიანტი და გაუფორმოს კონტრაქტორს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ან შეეწყვიტოს ხელშეკრულება.

ამ დოკუმენტის ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც 2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი. კონკურსი ითვალისწინებდა წინადადების წარდგენას განახლებული გენგეგმის კონცეფციაზე და გათვალისწინებული იყო სამი საუკეთესო წინადადების გამოვლენა. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი იღებდა 50 000 ლარს, მეორეზე 30 000 ლარს და მესამე ადგილზე 20 000 ლარს. თუმცა, იურიდიული მანიპულაციების და გარკვეული დაინტერესებული პირების ჩარევის შედეგადნ გამარჯვებულ კომპანიას 50 000 ლართან ერთად 2 80 .000 ლარიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

ასე იყო თუ ისე, 2015 წლის 13 სექტემბერს, საკონკურსო კომისიამ „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ რეკომენდაციით (11.09.2015 წ. საკონკურსო წინადადების შეფასების ანგარიში), გამოავლინა საუკეთესო საკონკურსო წინადადება (ოქმი #5) და გამარჯვებულად დასახელდა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელიც ამტკიცებდა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისთვის ითანამშრომლებდა ისეთ უცხოურ იურიდიულ პირებთან, როგორებიცაა: „AS&P – Albert Speer & Partner GmbH”, Sarl “Atelier Alfred Peter Paysagiste”, Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH და სხვ.

როგორც მგგ-ს ავტორები აღნიშნავენ, პროექტის შემუშავებაში უმაღლესი დონის უცხოელი ექსპერტები იყვნენ ჩართული და ისინი დაეხმარენ მათ საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოში გადმოტანაში.

მგგ-ს საჯარო განხილვებისას პრეზენტატორები მუდმივად მიუთითებდნენ უცხოელი პარტნიორების ჩართულობაზე და პირდებოდნენ საზოგადოებას, რომ ისინი სექტემბრის თვეში აუცილებლად ეწვეოდნენ თბილისს, რათა თვითონვე გაეკეთებინათ განმარტებები გენგეგმით შემოთავაზებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე.

პროექტის ავტორების განმარტებით ,უცხოელი ექსპერტების მომსახურება ქართული სტანდარტებით საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა, მათ გაუწიეს ანგარიში ჩვენს რეალობას და საბოლოოდ მოხერხდა იმ თანხებში ჩატევა, რაც დაფიქსირებული იყო პროექტის ბიუჯეტში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს თანხები ევროპული სტანდარტებით არ იყო საკმარისი მათი ანაზღაურებისათვის. მგგ-ს მთლიანი საპროექტო ღირებულება 2 800 000 ლარი იყო და აქედან ნახევარი ანუ 1 400 000 ლარი უცხოელი ესქპერტების მომსახურების ანაზღაურებაზე დაიხარჯა.

ალბათ, არც არაფერი იქნებოდა ამაში გასკვირვი, რომ არა ამ ექსპერტების მიუწვდომლობა, მათგან საინტერესო კითხვებზე პასუხის მისაღება.

რეალურად,მათ მიერ შემუშავებული სტრატეგია პროექტში რამდენიმე გვერდითაა წარმოდგენილი და არც თბილისში უნახავს არავის, თუმცა, პროექტის ავტორები გვარწმუნებდნენ, რომ უცხოელი ექსპერტები აუცილებლად ჩამოვიდოდნენ და განმარტებებს გააკეთებდნენ, როგორც დაინტერესებული საზოგადოებისათვის, ასევე საკრებულოშიც.

მტკიცებულების ფორმით ვერ ვიტყვით, მაგრამ მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, გერმანელებმა რეალური სატრანსპორტო კონცეფციის შექმნაში 2 მილიონი დოლარი მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს და ბოლოს გაურკვეველი ანაზღაურების საფასურად, გამოყენებული იქნა მათი სახელი და შეიქმნა ის დოკუმენტი, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო სტრატეგიის სახელით მოიხსენიებენ ავტორები.

ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ დღეს წარმოდგენილი მგგ არის მხოლოდ სურვილებით, რეკომენდაციებითა და ძველი გენგემებიდან გადმოკოპირებული მასალით შეზავებული გარემოს რეგულირების გეგმა, რომელის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალურ ზონები კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით და სხვა არაფერი. ეს დოკუმენტი სავარაუდოდ წარმოადგენს 2009 წლის გენგეგმის კორექტირებულ ვარიანტს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გადმოწერილია კიდევ უფრო ძველი გენგემის მასალებიდან. და ეს, რომ სინამდვილეა იქედანაც ჩანს, რომ ის მინიმალური თანხა, რომელიც რეალურად დაიხარჯა გენგეგმის მომზადებაზე, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფდა კვალიფიციური დოკუმენტის შექმნას.

როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახური განმარტავს, მასსა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ-საქართვლოს“ შორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში 2015 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გენგეგმის განახლების სამუშაო პროცესი დაყოფილი იყო ექვს ეტაპად და მასალების მოწოდება მუნიციპალიტეტში ხდებოდა ყოველ სამ თვეში ერთხელ.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2800000-00 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარიდან დღეის მდგომარეობით გადახდილია 2000000-00 (ორი მილიონი) ლარი; კერძოდ: პირველ ეტაპზე - 620000-00 (ექვსასოცი ათასი); მეორე ეტაპზე- 460000-00 (ოთხასსამოცი ათასი); მესამე ეტაპზე - 480000-00 (ოთხასოთხმოცი ათასი); მეოთხე ეტაპზე - 440000-00 (ოთხასორმოცი ათასი); მეხუთე ეტაპი არ ითვალისწინებდა თანხის გადახდას; მეექვსე ეტაპის მასალები სამსახურში შემოსულია ამა წლის 8 დეკემბერს, შემოწმების ვადა არის 15 კალენდარული დღე, რის შემდგომაც გადაწყდება საბოლოო მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების საკითხი.

ასევე, ამ პერიოდში კონტრაქტორი კომპანია (ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დაჯარიმდა 5600-00 (ხუთი ათას ექვსასი) ლარით. 2. მეოთხე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600-00 (ხუთი ათას ექვსასი) და 140000-00 (ას ორმოცი ათასი) ლარით; 3. მეექვსე ეტაპზე დაჯარიმდა 5600-00 (ხუთი ათას ექვსასი) ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უცხოელ ექსპერტებს გადაუხადა 1.400.000 ლარი, ხოლო ჯარიმების სახით გადაიხადა 156800 ლარი.

ე.ი. მთელი ორი წლის განმავლობაში ქართველი სპეციალისტები მუშაობდნენ თითქმის ანაზრაურების გარეშე, რადგან დაგვეთანხმდებით, რომ გენგეგმაზე დღემდე დახარჯული 443 200 ლარი მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებს, ჟურნალისტთა კორპუსთან ინტენსიურ მუშაობას და უამრავ თვალსაჩინოებისთვის საჭირო მასალის დაბეჭვდას თუ გასწვდებოდა მხოლოდ.

როგორც ვიცით , კარგი პროდუქტი უფულოდ არ კეთდება და შესაბამისად მივიღეთ ის რაც გვაქვს დღეს სახეზე.

ხოლო თუ მერიის არქიტექტურის სამსახური საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაზე უარს იტყვის, პროექტის უხარისხობიდან გამომდინარე, ვერც დარჩენილი 800.000 ლარის ანაზღაურება მოხდება და ის ქართველი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობდნენ ამ პროექტზე , ანაზღაურების გარეშე დარჩებიან და შესაბამისად პასუხს „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მოთხოვენ.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ბ- მა კალაძემ და საკრებულოს უმრავლესობამ ერთობლივად მოახერხონ მგგ-ს ჩახლართულ ისტორიაში გარკვევა, მათ შორის ფინანსების ხარჯვის უცხოურ კვალშიც, რათა არ მოხდეს თბილისისთვის მოძველებული ხედვებით გაჯერებულ არაკვალიფიცირებულ დოკუმენტის თავზე მოხვევა.

ნუგზარ ჯალაღონია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42