თბილისის ახალი გენგეგმით დიდი პრობლემები შეიძლება შეექმნათ მოქალაქეებს და ბიზნესმენებს
საზოგადოება - 18:30, 19 Dec, 2017     10778
ხუთი თვეა, რაც ჩვენი ორგანიზაცია სწავლობს „თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენგეგმის“ დოკუმენტს და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.

ეს დოკუმენტი საკმაოდ მასშტაბური მოცულობისაა, იგი 1400 გვერდზე მეტია, თან ახლავს რუკები და სხვა მასალები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ძალიან ცოტა ადამიანებს შორის, ვისაც თავიდან ბოლომდე აქვს წაკითხული ეს დოკუმენტი ჩვენც მოვიაზრებით. და არა მარტო წაკითხული, არამედ მმგ-ს შესახებ წამყვანი სპეციალისტების შეფასებებიც მოსმენილი გვაქვს და მთლიანობაში გვაქვს გაანალიზებული მიმდინარე პროცესი. გამოქვეყნებული გვაქვს მთელი რიგი პუბლიკაციები (იხ. http://www.newposts.ge/?l=G&id=159961; http://www.newposts.ge/?l=G&id=157082 http://www.newposts.ge/?l=G&id=159260; http://www.newposts.ge/?l=G&id=156724; http://www.newposts.ge/?l=G&id=155221; http://www.newposts.ge/?l=G&id=155123; http://www.newposts.ge/?l=G&id=154381. ), ყურადღებით ვადევნებით თვალყურს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებს და პუბლიკაციებს, შევხვდით დაინტერესებულ მხარეებსაც, ვისაც უშუალოდ ეხება ახალი გენგეგმით გამოწვეული ცვლილებები.

ჩვენი ორგანიზაციის შეფასება მეტწილად ემთხვევა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების შეფასებას მმგ-ს შესახებ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ეს დოკუმენტი არ შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებს და მისი ინპლემენტაცია ამ სახით დაუშვებელია.

დღეს ეს პროცესი ავად თუ კარგად დასასრულს უახლოვდება და სადღაც წერტილიც უნდა დაესვეს ამ ყველაფერს, რადგან დედაქალაქი ამ ეტაპზე ისევ ფუნქციონირებს ძველი, ყავლგასული გეგმით, რომელმაც ურბანულ კატასტროფამდე მიიყვანა თბილისი.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ჩვენგანი არ გახლავთ არც არქიტექტორი და არც ურბანისტი და ჩვენი შეფასებები მეტწილად ეხებოდა პროექტის იურიდიულ, საჯაროობის და კერძო საკუთრების ხელყოფის ასპექტებს, მიღებული გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენც გვინდა გამოვთქვათ რამოდენიმე მოსაზრება თუ რა სახის დოკუმენტი უნდა იყოს მმგ.

რა უნდა მისცეს მმგ-მ ერთ რიგით თბილისელს, რომელიც დაინტერესდება მისი ქალაქის განვითარებაზე პრეტენზიის მქონე დოკუმენტით?

ალბათ, პირველ რიგში დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა ქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს საკრებულოს მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ დოკუმენტს, სადაც იურიდიული ტექნიკის სრული დაცვით, გასაგებად იქნება ჩამოყალიბებული თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისი 2030 წლამდე.

თუმცა დღეს განსახილველ მმგ-ს გასაჯაროებულ პროექტის მასალებში მსგავსი დოკუმენტი არსად არ ფიგურირებს. ანუ არ ჩანს თუ რა სახის დოკუმენტის დამტკიცებას სთავაზობენ ავტორები საკრებულოს. შეიძლება არსებობს კიდეც ესეთი დოკუმენტი, მაგრამ არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე მსგავსი არაფერი იძებნება.

იმედია, რომ 1400 გვერდიანი ნაშრომი არც მისი ავტორების მხრიდანაც არ მოიაზრება იმ იურიდიულ დოკუმენტად, რომელიც საკანონმდებლო მაცნის ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს.

ამის შემდეგ დაინტერესებულ მოქალაქეს უეჭველად გაუჩნდება სურვილი, გაეცნოს თვითონ მმგ-ს მოკლე განმარტებით ბარათს, რათა შეექმნას წარმოდგენა თუ როგორი ქალაქის როგორ რაიონში მოუწევს მას ცხოვრება 10-15 წლის შემდეგ და როგორ განვითარდება პერსპექტივაში ის უბანი, სადაც ის ცხოვრობს ან უახლოეს მომავალში აპირებს საცხოვრისის შეძენას. სამწუხაროდ არც ასეთი ტიპის განმარტებითი ბარათი არსებობს და პროექტის ავტორები გვთავაზობენ სხვადასხვა ტომებში და ქვეთავებში გაფანტულ და არასისტემიზირებულ მასალებში ვეძებოთ საინტერესო კითხვებზე პასუხები.

მმგ-ს ტექსტში ვერსად ვერ ნახავთ მოსაზრებებს თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისის კონკრეტული რაიონები და უბნები. ვერც იმას ნახავათ რომელ რაიონს და რომელ უბანს რამდენი საბავშვო ბაღი, სკოლა, სპორტული მოედანი თუ დასასვენებელი პარკი უნდა ქონდეს, ან ცოტა აქვს და დამატება ჭირდება ან პირიქით ზედმეტად არის გადატვირთული და რაიმე ღონისძიებაა ამ მხრივ გასატარებელი.

ვერც იმას ნახავს სადმე დაინტერესებული მოქალაქე, მისი საცხოვრისის ირგვლივ რა შესაძლო მშენებლობები შეიძლება იყოს დაგეგმილი და დიდია ალბათობა, რომ ის ამ ფაქტის წინაშე, უკვე მისი ფანჯრების წინ დაწყებული მშენებლობის შემდეგ დადგეს.

გაცილებით დიდი პრობლემები შეიძლება შეექმნეთ იმ კერძო მესაკუთრეებს და ბიზნესმენებს, რომლებსაც მიუხედავდ გაცხადებული მაღალი საჯაროობის და ამ დოკუმენტისთვის „თანხმობის დოკუმენტის“ სტატუსის მინიჭებისა, არავინ არ შეატყობინა, რომ მათ მმგ-ს დამტკიცების შემდეგ ახალ რეალობაში მოუწევთ ფუნქციონირება. მმგ-თი შეთავაზებული ძველი ფუნქციონალური ზონების ახალი ზონალობით შეცვლის შედეგად, ბევრი მათგანი დადგება ან საკუთრების სავალდებულო დათმობის ან კიდევ უკვე წარმოებაში ჩაშვებული ბიზნეს პროექტების შეჩერების წინაშე.

კარგი ვთქვათ ჩვენ რიგითი მოქალაქეები არ ვიმსახურებთ მსგავს პატივისცემას და არც კომპეტენტურები ვართ, რომ სწორი შეკითხვები დავსვათ. მაგრამ არც თბილისის მერი იმსახურებს იმას, რომ ხელთ ქონდეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის გამართული ქართულით დაწერილი, დანომრილი 40-50 გვერდიანი სამაგიდო კონსპექტი, რათა მან შეძლოს იქ გაწეული რეკომენდაციების და პროექტების საფუძველზე უკეთესად დაგეგმოს განსახორციელებელი პროექტები და საბიუჯეტო პროცესი? ის მაინც ხომ უნდა იცოდეს მერმა, რა შეიძლება დაუჯდეს, თუნდაც მიახლოებით მმგ-ში მოყვანილი გრანდიოზული პროექტების განხორციელება და საიდან უნდა მოიტანოს ამისთვის საჭირო მილიარდები?

სამწუხაროდ მსგავსი არაფერი არ არსებობს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, არც ფინანსური გათვლები არსებობს, არც მონაცემთა ბაზები, არც საგზაო სქემები, არც გამწვანების კონცეფცია და როგორც სპეციალურად მოწვეულმა ფრანგმა ექსპერტმა აღნიშნა არც თვითონ ეს გენგეგმა არსებობს ბუნებაში.

ციტატა საექსპერტო დასკვნიდან: „შემოთავაზებული მმგ-ში რიგი ცვლილებები უნდა იქნას შეტანილი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პუნქტთან დაკავშირებით, ხოლო მისი დამტკიცება იმპლემენტაციის მიზნით დაუშვებელია. იგი შეიძლება მიღებულ იქნას, საცნობარო ე.წ „რეფერენს“ დოკუმენტის სახით, როგორც იდეების ყუთი. სინამდვილეში, ეს დოკუმენტი არც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა და არც განაშენიანების დეტალური მაკონტროლებელი რეგულაცია. იგი არ გვთავაზობს სივრცითი მოწყობის სტრატეგიის ნათელ ხედვას, რომელიც შეიძლება დამტკიცებული იყოს თბილისისთვის. დოკუმენტი არ არის საკმარისად დეტალური, რომ იგი გამოყენებული იქნეს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვების გასაცემად. ამასთან, გვხდება როგორც მნიშვნელოვანი შეცდომები, ასევე, ნაკლოვანებები კონცეფციისა და მისი იმპლემენტაციის კუთხით (როგორიცაა, ურბანული გაფართოების შეზღუდვა, ქალაქის ცენტრალური ნაწილში სარკინიგზო ხაზის გაუქმება, ქალაქის ცენტრში ახალი საავტომობილო მაგისტრალისმშენებლობა, ურბანული განახლებისთვის ოპერატიული ინსტრუმენტების არარსებობა და სხვ.), რომლებიც სერიოზულ პრობლემებს შექმნის მისი განხორციელების შემთხვევაში. დოკუმენტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას და შეიძლება ჩაითვალოს, რომ არ არის თანხვედრაში იუნესკოსა თუ გაეროს ჰაბიტატის სახელმძღვანელო პრინციპებთან.

აქვე გვინდა ქალაქის მერს შევახსენოთ მისი საარჩევნო დაპირება სადაც ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად, სამართლიანად იყო გამოყოფილი ქ. თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმა და ვთხოვოთ, აცნობოს საზოგადოებას თუ რა სტადიაშია მმგ-ს მიღება-არმიღების პროეცესი, ამტკიცებენ ამ დოკუმენტს, ტრანსფორმაციას უკეთებენ თუ საერთოდ არ აპირებენ მის მიღებას და ახალი პროცესის დაწყებას გვთავაზობენ.

ბუნებრივია ჩვენ მივესალმებით კახა კალაძის საპროგრამო განცხადებას, რომ „გენერალური გეგმა იქნება სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებული, წლებზე გათვლილი ქალაქის „კონსტიტუცია“. გენერალური გეგმა შექმნის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების ახალ პარადიგმას, რომელიც იქნება არა მხოლოდ დედაქალაქის განვითარების ახლებური ხედვა, არამედ გახდება მაგალითი საქართველოს სხვა, დიდი ქალაქების განვითარების კონცეფციებისთვის.“ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, რომ ეს პროცესი წარიმართოს საზოგადოების და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით და იყოს მაქსიმალურად საჯარო.

„სახალხო თვითმმართველობა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42