რა შემთხვევაში აქვს სახელმწიფოსა თუ კერძო კომპანიას თქვენთვის ქონების ჩამორთმევის უფლება
საზოგადოება - 10:46, 19 Dec, 2017     6533

ჩვენს ქვეყანაში სხვისი კერძო საკუთრების განკარგვის უფლებას არეგულირებს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის (ანუ ექსპროპრიაციის) წესის შესახებ, რომელიც 1999 წელს ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მიიღო საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, თუმცა მასში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა (2005, 2006, 2010 და 2013 წლებში).

ხსენებული კანონის მიზანი შემდეგია: „განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ხოლო საკუთრების ჩამორთმევა, ანუ ექსპროპრიაცია საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კი კანონმა დასაშვებად ცნო შემდეგ შემთხვევებში: „ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა; ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანა; გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანა; დ)ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა; ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანა; ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანა; ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანა; თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობა; ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოები; კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.”

იმ მარტივი მიზეზით, რომ ბუნდოვანია ჩანაწერი: „საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აცილებელი ნაგებობები და ობიექტები“, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, როდესაც კერძო საკუთრების მითვისება ლამის ჩვეული მოვლენა იყო და ბიზენსმენებს, რატომღაც, დაუოკებელი სურვილიც უჩნდებოდათ ხოლმე, სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ თავიანთი ქონება, ხსენებული კანონი იმჟამინდელ ხელისუფლებას მეტად თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდა.

თუმცა, მეორე მხრივ, ამ კანონის შექმნის აუცილებლობა გამომდინარეობდა კონსტიტუციიდან, რომლის მიხედვითაც, საკუთრება ხელშეუხებელია, მაგრამ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლო გადაწყვეტილებითა და სათანადო კომპენსაციით შესაძლებელია საკუთრების ჩამორთმევა. ანუ საქართველოს კონსტიტუციაში მოცემულია სამი მნიშვნელოვანი დათქმა და 1999 წელს მიღებულმა კანინმა სწორედ ეს „პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევები“განსაზღვრა (რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ), ოღონდ არ განმარტა, თუ რა არის „საზოგადოებრივი საჭიროება“. ამდენად, საზოგადოებრივ საჭიროებად შეიძლება, აღმოჩნდეს ნებისმიერი რამ: ძეგლი, პარკი, მაღაზია, სასტუმრო და მსგავსი თუ განსხვავებული ობიექტები.

მართალია, ბოლო პერიოდის განმავლობაში საკუთრება არავისთვის ჩამოურთმევიათ არც საზოგადობერივი და არც სხვა რამ საჭიროებისთვის, მფლობელის ნების გარეშე, თუმცა, მაგალითად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი მსგავს საფრთხეს აშკარად შეიცავს.

კერძოდ, ფრანგი ექსპერტიც კი (რომელმაც ხსენებულ გენგეგმას ექპერტიზა ჩაუტარა) მიანიშნებს, რომ თბილისის მერიას (თუ თბილისს იმდენად არ გაუმართლა, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებული თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი ჩაიბარა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა) დიდი ხარჯის გაღება მოუწევს კერძო მფლობელებისთვის კომპენსაციის გადახდის მიზნით (იმიტომ რომ გენგეგმის პროექტი ძალიან ბევრი კერძო ობიექტის ფუნქციონირებაში ერევა).

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც გენგეგმის ეგრეთ წოდებული ელიავას ბაზრობის ნაწილია: იმ მიზეზით, რომ გენგეგმის ავტორმა „სიით ინსტიტუტმა საქართველომ“ მისი გადატანის ვერდიქტიც გამოიტანა და ორ ნაწილად გაყოფისაც, თანაც – კონკრეტული ადგილებიც მიუთითა (სადაც უნდა განთავსდეს ორ ნაწილად გაყოფილი ელიავას ბაზრობა), მიუხედავად იმისა, რომ ის ორივე ადგილი სულ სხვა კომპანიების კერძო საკუთრებაა. აქედან გამომდინარე კი, ფაქტია, რომ გენგეგმით შეგულებულ ადგილებში ელიავას ბაზრობა ვერ განთავსდება.

ხოლო, რაკი გენგეგმის პროექტით, მაინცდამაინც, იმ ადგილას, სადაც ელიავას ბაზრობაა განთავსებული, უნდა გაკეთდეს მისასვლელი მტკვართან, რათა მდინარე ჩაერთოს ქალაქის განვითარებაში, შესაძლებელია, გენგეგმის პროქტის ავტორები სწორედ ელიავას ბაზრობის, როგორც კერძო საკუთრების, ექსპროპრიაციას სთავაზობდნენ თბილისის მერიას, რადგან სხვაგვარად მათი იდეის განხორციელება შეუძლებელია. მტკვართან მისასვლელი გზა კი, მაინცდმაინც, იმ ადგილას, თუ მოინდომებ, უპრობლემოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც საზოგადობრივი საჭიროება.

იურისტ ლევან ალაფიშვილს ვთხოვეთ განემარტა კანონის “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” აღსრულების მექანიზმი, რომელიც მასში ბოლოს, 2013 წელს შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ცალსახად აღარ აძლევს სახელმწიფოს ან რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკს სხვისი კერძო საკუთრების მხოლოდ საკუთარი შეხებულებებისა და ახირებისამებრ განკარგვის საშუალებას.

ეს კანონი მეტნაკლებად აკმაყოფილებს ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულებას კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ? მისი თავდაპირველი ვარიანტი საკმაოდ ლახავდა მესაკუთრეთა უფლებებს, თუმცა ბოლო ცვლილებამ, რომელიც 2013 წელს შევიდა მასში, ვფიქრობ, გამოასწორა საგრძნობლად.

– საკუთრების უფლების შესახებ ლაპარაკობს ჩვენი კონსტიტუციის 21-ე მუხლი და ამას გარდა, არსებობს ორგანული კანონი, რომელიც შეეხება საკუთრების ჩამორთმევას, ანუ ექსპროპრიაციას. ის შინაარსობრივად უფრო დატვირთულია და თავდაპირველი ვარიანტის მიღების შემდეგ, 1999 წელს, სწორედ დემოკრატიული სტანდარტების დანერგვის მიზნით შედიოდა მასში ცვლილებები და დღეს უკვე ეს კანონი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, დაიწყოს ქონების ჩამორთმევის პროცედურა და თუკი თავდაპირველ ვერსიაში სასამართლოს ჩართულობა არ იყო კანონით განსაზღვრული, ახლა უკვე სასამართლოს ჩართულობა სავალდებულოა და, რაც მთავარია, ბოლო ცვლილებით, კიდევ უფრო გაუმჯობესდა სტანდარტი და სავალდებულოა სახელმწიფოებრივი საჭიროებისთვის ჩამორთმეული ქონების წინასწარი ანაზღაურება სამართლიანი კომპენსაციით. თუ გადახედავთ 90-ანი წლების ბოლოსა და 2 000-ანი წლების დასაწყისის მედიას, ნახავთ, რომ ეს საკითხი მაშინ ძალიან აქტუალური იყო.

– ერთ-ერთი ვერსიით, სწორედბიპისთვისმიიღეს ეს კანონი, რადგან იმ პერიოდში დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა.

– იმ შემთხვევისთვის ამის საჭიროება ნაკლები იყო, ვინაიდან ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის ხელშეკრულება, ფაქტობრივად, კონსტიტუციის რანგის დოკუმენტია. ყველა უწყებას აქვს ხელი მოწერილი მასზე, სასამართლოს თავმჯდომარესაც კი. მაშინ რეალურად ექსპროპრიაციის პროცედურები წარიმართებოდა სასამართლოს გარეშე და არანაირ წინასწარ კომპენსაციაზე არ იყო საუბარი. კომპენსაცია უნდა გაცემულიყო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და არც ის იყო განსაზღვრული, თუ რა ვადაში. ეს მიდგომა, ცხადია, დემოკრატიულ სტანდარტს არ შეესაბამებოდა. დღეს ეს კანონი, შესაძლოა საფრთხეების პრევენცისი კუთხით, შეიძლება, ვთქვათ, რომ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

კანონში ჩამოთვლილია, თუ როდის აქვს სახელმწიფოს თუ კერძო კომპანიას სხვისი საკუთრების ჩამორთმევის უფლება, მაგრამ, აგრეთვე, ნათქვამია, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელი ობიექტების მშენებლობისთვისაცო. რა შეიძლება, გახდეს ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის საფუძველი?

– სხვათა შორის, ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისის ახალი გზაზე, სადაც 13 ივნისს წყალდიდობა მოხდა, სწორედ ამ კანონით განხორციელდა. წინასწარი კომპენსაციით გადაუხადეს თანხა ადამიანებს და სასამართლოს ჩარევა აღარ გახდა საჭირო. თუ თანხმობას მიაღწიეს მხარეებმა, სასამართლო აღარ არის აუცილებელი.

თბილისის მიწათსარგბლობის გენგეგმის პროექტში პროექტის ავტორები თბილისის მერიას სთავაზობენ სხვადასხვა ინიციატივებს იმ ადგილებში, რომლებიც კერძო საკუთრებაა. ეს შეიძლება, გახდეს ექსპროპრიაციის საფუძველი?

– თუკი გენგემის პროექტში ლაპარაკია, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ან უძრავ ქონებაზე უნდა გაიაროს მილსადენმა თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურამ ან მასზე უნდა განთავსდეს საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ექსპროპრიაციის პროცესის დაწყება.

სარეკრეაციო ზონის მოწყობა შეიძლება, განვიხილოთ, როგორც ექსპროპრიაციის საფუძველი, ანუ საზოგადოებრივი საჭიროების მოვლენა?

– არა, კანონის ამ მუხლში ეს ვერ ჩაიდება და სასამართლო ამაზე ვერ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მინიმუმ, ინიციატორს მოუწევს, დაასაბუთოს ეს საჭიროება.

მაგალითად, მტკვართან მისასვლელი ადგილის მოწყობა?

– კანონში მკაფიოდ წერია, რომ ქონების ჩამორთმევისას აუცილებელია დასაბუთება და აქცენტი არ არის მხოლოდ კომპენსაციის წინასწარ გადახდაზე. ამდენად, ასე იოლიც არ არის იმის დასაბუთება, რომ ამ ქონების ჩამორთმევა არის ერთადერთი და ოპტიმალური საჭიროება.

P. S. რთული სათქმელია, რატომ სთავაზობსსიით ინსტიტუტი საქართველოთბილისის მერიას თბილისის მიაწთსარგებლობის გენგეგმის პროექტში ექსპროპრიაციას, რომლის განხორციელებაც რთული იქნება და ძვირიც დაჯდება. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ექპროპრიაცია არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა მასში 2013 წელს ამოქმედებულ ცვლილებებამდე, ხოლო გენგეგმის ამჟამინდელ პროექტზე კვლავ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც გენგეგმის წინა პროექტებს წერდნენ (მაგალიღად, 2009 წელს), შესაძლოა, ეს მიდგომა ძველი მავნე ინერციის უნებლიე გაგრძელებაც იყოს.

ნანა მდივანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42