კახა კალაძესაც „სემეკ“-ში გაუშვებენ, თუ გაგრძელდება მისი პოლიტიკური კარიერა
საზოგადოება - 13:22, 18 Dec, 2017     7576

ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც თბილისის ახალი მერი შეუდგა თავის უფლებამოსილების შესრულებას. ალბათ, ნაადრევია ჯერ რაიმე შედეგებზე საუბარი, მაგრამ სიტუაციის განვითარების ტენდენციები აშკარა და ამაზე უკვე ხმამაღლაა საჭირო საუბარი.

კარგად ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია და გამართული საპროგრამო თეზისები იძლეოდა საშუალებას გვევარაუდა, რომ პირველი დღიდან მოხდებოდა მიღწეული წარმატების ყოველდღიურ რეალობაში კონვერტირება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და კახა კალაძე და მისი გუნდი, ინერციით, ისევ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მიწისქვეშა გადასასვლელების გადაღებვა, სამშენებლო მოედნებზე წუთიერი გამოჩენა, მილანური საახალწლო განათება, ნაცებთან მუდმივი პოლემიკა (აღარ არის საინტერესო არავისთვის) და ხმამაღალი განცხადებები საარჩევნო კამპანიის ელემენტებია და არა ყოველდღიური რუტინა.

გასაგებია, რომ ზოგადად პიარი პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და საკმაოდ მნიშვნელოვანიც, მაგრამ აუცილებლად საჭიროა უხილავი ბალანსის დაცვა, რათა ეს პიარი ანტიპიარად არ იქცეს. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გამოცდილია პოლიტიკურ შეფასებებში და ყოველთვის ზუსტად რეაგირებს მიმდინარე მოვლენებზე, ის კარგად გრძნობს რეალობას და შესაბამის შეფასებებსაც აკეთებს.

ერთია მოადგილეებსა და თანაშემწეებზე დაყრდნობით ეკონომიკის სამინისტროს მართვა, რომელიც ცენტრალიზებული და მკაცრად ვერტიკალური სტრუქტურა და მხოლოდ კონკრეტული სეგმენტით შემოიფარგლება და მეორეა, 1,5 მილიონიანი ქალაქის მართვა, თავისი თვისობრივად განსხვავებული პრობლემებით და გამოწვევებით.

თბილისი ცოცხალი ორგანიზმია და მის გამართულ ფუნქციონირებას მყისიერი გადაწყვეტილებები ჭირდება.

კარგად გვახსოვს, თუ რა ენთუზიაზმით მოვიდა ბატონი ნარმანია დედაქალაქის მერის პოსტზე და რა მასშტაბიანი ამოცანების გადაჭრას გვპირდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ ამ გადაწყვეტილებებს ჯერ ერთი წელი ამზადებდა და შემდეგ ისევ ის დატოვა ყველაფერი როგორც დახვდა. სწორედ ასეთი პოლიტიკური უნიათობის გამო დარჩება ის თბილისის ისტორიაში ყველაზე უფერულ მერად და სწორედ ამიტომ გაუშვეს ის პოლიტიკურ პენსიაზე სემეკში.

დაგროვილი პრობლემები ითხოვენ გადაწყვეტას და თუ სწრაფად არ მოხდა მათზე რეაგირება, საკითხების გადაჭრის ოპერატიული მექანიზმის შემუშავება, მაშინ არსებული მართვის სისტემა თავისას იზამს და იძულებულს გახდის მერიას მას მოერგოს და მისი საშუალებით იმოქმედოს. ეს კი გარდაუვალი კრახი იქნება და თბილისის მერობა შესაძლოა კახა კალაძისთვის პოლიტიკური კარიერის ბოლო საფეხური აღმოჩნდეს.

დღეს თბილისის მერია, რბილად რომ ვთქვათ, შენელებულად მოქმედებს, თანამშრომლების უმეტესობა ატესტაციების მოლოდინშია და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს საკუთარ მომავალზე. ყბადაღებული თბილისის გენგემის დაუსრულებელი პროცესიც თავის დაღს ასვამს ყოველდღიურობას. ათასობით ადამიანი ელოდება გადაწყვეტილებებს და ბევრმა არც ის იცის, რა ბედი ეწევა მის კერძო საკუთრებას.

საჭიროა გაბედული პოლიტიკური ქმედებები და ეს წესით და რიგით კახა კალაძისთვის არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. თუ ბატონი ნარმანია არ იყო დამოუკიდებელი მოათამაშე და არც პოლიტიკური ამბიცია გააჩნდა, იგივეს აშკარად ვერ ვიტყვით კალაძეზე. მას აქვს ყველა მონაცემი, გახდეს დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე და გავლენა იქონიოს არა მარტო თბილისში, არამედ მთელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

რამდენიმე საკითხია, რომელიც ჩვენი აზრით გადაუდებელ გადაჭრას მოითხოვს და მხოლოდ პოლიტიკური ნება და გაბედულებაა საჭირო ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

1) მოუწესრიგებელი სატრანსპორტო ნაკადები და საცობები ეს ის მუდმივი პრობლემაა, რომელიც ყველა თბილისის მოქალაქეზე ერთნაირად უარყოფითად მოქმედებს. ბუნებრივია ერთი ჯადოსნური ჯოხის აქნევით არ შეიძლება ამ ურთულესი საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ თუნდაც განაცხადის გაკეთება, რომ ეს თემა უახლოეს მომავალში მეტ-ნაკლებად მოწესრიგდება, უკვე პოზიტიურ მოლოდინს გაუჩენს თბილისელებს.

2) ტაქსების ლიცენზირება; სამარშუტო მიკროავტობუსებისთვის მკაცრი რეგულაციების დაწესება და ნელ-ნელა მათი გაყვანა ცენტრალური ქუჩებიდან; დისტრიბუციის მანქანებისთვის გადადგილების დროის განსაზღვრა; სატრანზიტო მოძრაობის წესების აუცილებელი დაცვა და გამკაცრება; ნაგვის მანქანების და სანაგვე ურნების რაოდენობის გაზრდა; პატრულის გაქტიურება; ფეხითმოსიარულების დარღვევების ადმინისტრირება და სხვ. ამ გადაწყვეტილებების მიღებას ან თუნდაც უახლოეს მომავალში მსგავსი გადაწყვეტილებების დაანონსებას დიდი მომზადება არ ჭირდება და შესაძლებელია განაცხადი დაუყონებლივ გაკეთდეს. ეს გამოიწვევს დადებით მოლოდინებს თბილისის მოქალაქეებში და შესაბამისი გადაწყვეტილების გარდაუვალობის გამო, სატრანსპორტო ქაოსიც რაღაც დონეზე თვითონ დაიწყებს თვითრეგულაციას.

3) დაანონსეთ თბილისის „ქალაქმშენებლობითი გეგმის“ ანუ როგორც თქვენს პროგრამაში მოიხსენიებთ თბილისის ”კონსტიტუციის” შექმნის პროცესის დაწყება. გახადეთ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე და შესაძლებლობა მიეცით ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩაერთოს ამ პროცესებში.

4) მოითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლებისგან თბილისელების კუთვნილი ქონების - ქ.თბილისის მერიის სს ”თელასში” 25%-იანი წილის - საპარტნიორო ფონდიდან დაბრუნება.

5) მოთხოვთ მარეგულირებელი კომისიებს, რათა მათ დავალდებულონ თელასი, ყაზტრანსგაზი, და თბილწყალი ("ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი") გააფორმონ კოლექტიური ხელშეკრულება მოსახლეობასთან, სადაც გაწერილი იქნება მხარეების უფლება–ვალდებულებები.

6) დღის წესრიგში დააყენეთ საკითხი, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მოსაკრებელის ოდენობა ქალაქში არსებული სათამაშო (კაზინო, ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი) დაწესებულებებისათვის და მკაცრად მოთხოვეთ მათ დაიცავან უკვე არსებული დისლოკაციის ადგილების შეზღუდვის ნორმები ანუ მათი დაშორება სასწავლო და საკულტო დაწესებულებიდან.

7) გახდით ინიციატორი იდეისა, რომელიც საშუალებას მისცემს თბილისელებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საკუთარი ქალაქის ცხოვრებაში. აამუშავეთ საქალაქო ელექტრონული პლებისციტის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მაქსიმალურ და ეფექტურ ჩართვას ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა კიდევ უამრავი საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვს დიდი ფინანსურ დანახარჯებს და მხოლოდ პიროვნულ პოლიტიკურ გამბედაობასთან არის დაკავშირებული.

ამის გაკეთება მარტივად ეხელმწიფება ქლაქის ახალ მერს და ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გაკეთებადია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა თავისას იზამს და ისევ იმ ჭაობში აღმოვჩნდებით ყველა ერთად, საიდანაც ასე ძალიან გვინდა ამოსვლა და ნორმალური ცხოვრების დაწყება.

არ გაუშვათ ხელიდან თქვენი და ჩვენი შანსი.

გოგი ლორთქიფანიძე,

საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობა“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42