დეკემბრიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი კიდევ ერთ პრემიერას შემოგთავაზებთ. 19 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსება“ -ს პრემიერა გაიმართება. საპრემიერო სპექტაკლები ასევე შედგება 20, 23 და 24 დეკემბერს. საპრემიერო მზადება დასკვნით ფაზაში შევიდა. ინტენსიური რეპეტიციები მიმდინარეობს დამდგმელი რეჟისორის ვიქტორ გარსია სიერას (იტალია) დადამდგმელი დირიჟორის ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით. სცენოგრაფია იტალო გრასის (იტალია) ეკუთვნის. კოსტიუმები მადრიდში „პერისკოსტუმეს-ში“ დამზადდა. ეს სპექტაკლი თავდაპირველად გენუაში, Teatro Carlo Felice-ში დაიდგა. 19 დეკემბერს, საპრემიერო სპექტაკლზე მთავარ პარტიებს შეასრულებენ როგორც მოწვეული სოლისტები - მიხეილ შეშაბერიძე და ნინო სურგულაძე, ისე ოპერის თეატრის სოლისტები - სულხან გველესიანი, ელენე ჯანჯალია და ირინა ალექსიძე. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდსა და ორკესტრს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ მსოფლიო პრემიერა 1890 წლის 17 მაისს რომში, Teatro Costanzi - ში შედგა, ხოლო თბილისში პირველად 1891 წელს დაიდგა.
მასალის გამოყენების პირობები