"გარკვეული ინტერნეტ თამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან" - კომუნიკაციების ომბუდსმენი
საზოგადოება - 14:19, 15 Dec, 2017     1696
კომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე ინტერნეტსივრცეში მოზარდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. თამთა ტეფნაძის განცხადებით, არსებობს ინფორმაციები, რომ გარკვეული ინტერნეტ თამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან, თუმცა ინტერნეტი მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში არ უნდა იქნას განხილული.

მისი თქმით, „ინტერნეტში მოზარდები აწყდებიან კონტენტისა და კონტაქტის საფრთხეს - არსებობს ზიანის მომტანი კონტაქტები, რომელმაც ბავშვი შეიძლება გახადოს ბულინგის, ძალადობის, დევნის მსხვერპლი, ასევე, პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების პრობლემა შეიძლება შეიქმნას, თუ ბავშვი გაუაზრებლად, ონლაინ შესყიდვებს მშობლის ელექტრონული ბარათის მეშვეობით განახორციელებს მოზარდისთვის ონლაინ სივრცისგან მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს მორალური და სოციალური განვითარების შეფერხება ან უფრო უარესი - ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხელყოფა.

„ზოგადად, ინტერნეტი არ უნდა იქნას განხილული ნეგატიურ კონტექსტში იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ახალგაზრდებისთვის განათლების, განვითარების, სოციალიზაციისა და თვითგამოხატვის თვალსაზრისით, თუმცა რისკები არსებობს იმდენად, რამდენადაც, ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანი შეიძლება ადვილად გადააწყდეს ისეთ ინფორმაციას, რომლის შედეგადაც, მან განიცადოს გარკვეული მავნე ზეგავლენა, რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს აგრესიული, ნეგატიური, შეცდომაში შემყვანი, რასისტული, პორნოგრაფიული და ამგვარად მის ფიზიკურ-ფსიკიქურ ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, ასევე სოციალურ და მორალურ განვითარებასაც შეუშალოს ხელი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რა გვაქვს საკანონმდებლო დონეზე და რა უნდა გვქონდეს“, - განაცხადა თამთა ტეფნაძემ.

კომუნიკაციის ომბუდსმენის განცხადებით, მოზარდებისთვის ნეგატიური და საფრთხის შემცველი ინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნას გარკვეული ფილტრი ინტერნეტ პროვაიდერებთან შეთანხმებით, თუმცა „დაუშვებელი პროდუქციის“ განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის ღირებულებები, რომელსაც გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს.

თამთა ტეფნაძის განცხადებით, ონლაინ რისკებისგან ბავშვების დასაცავად პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც მშობლებისთვის ქმნის ბერკეტს, გააკონტროლონ ონლაინ სივრცეში არასრულწლოვნების მოქმედებები.

„თუკი მშობელი ჩათვლის, რომ ამა თუ იმ ინფორმაციით, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვმა შეიძლება მავნე ზეგავლენა განიცადოს, რა თქმა უნდა, მშობელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მოახდინოს რეაგირება. ეს კანონპროექტი საფილტრო პროგრამასაც ითვალისწინებს“, - განაცხადა ტეფნაძემ.

მისივე განცხადებით, განვითარებული ევროპული ქვეყნების პრაქტიკაში მეტი წილი ყურადღება გამახვილებულია მშობლებისა და ბავშვების ინფორმირებულობაზე - სრულყოფილად აწვდიან ინფორმაციას, თუ რა რისკებთან შეიძლება ჰქონდეთ შემხებლობა ინტერნეტის მოხმარებისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42