შუხუთი-აცანა-მამათისა და მამათი -ძიმითის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:36, 16 Jul, 2013     3882
გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 4089712.77 ლარია. პროექტის ფარგლებში ჯამში 200-ამდე ადამიანი დასაქმდება აქედან 70 ადგილობრივი მოსახლეა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს ,,ბლექსი გრუპი" ახორციელებს.

მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე კი შუხუთი-აცანა-მამათის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული გზით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი - შუხუთის, აცანას, მამათის, აკეთის, ზემო აკეთის, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის მოსახლეობა ისარგებლებს.

შუხუთი-აცანა-მამათის გზის მონაკვეთის სიგრძე 11 კმ და 242 მეტრია. გზის საერთო სიგანე 4.5 – 6.0 მეტრია. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 2 ხიდისა და 41 ერთეული მილხიდის რეაბილიტაციას. ასევე 8 ერთეული ახალი რკინაბეტონის მილხიდის, 144 მ გაბიონებისა და 137 ერთეული სპეცპროფილის ბეტონის პარაპეტების მოწყობას. ამასთანავე გაკეთდება 1570 გრძივი მეტრი ზღუდარები და 543 ერთეული მიმმართველი ბოძკინტები.

შუხუთი-აცანა-მამათის გზა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთიდან იწყება, გზა სამ სოფელს შუხუთი, აცანა, მამათს გაივლის. უკვე რაბილიტირებული 6 კმ-იანი მამათი-ძიმითის გზა კი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზას უკავშირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42