ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგები - საქსტატის 2016 წლის მონაცემები
საზოგადოება - 12:54, 15 Dec, 2017     1429

ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგები - საქსტატის 2016 წლის მონაცემები:

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2016 წელს, წინა წელთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა და შეადგინა 11573,6 მილიონი კვტ. სთ. 2016 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (გასულ წელთან შედარებით 4,0%-ით ნაკლები), 296,5 ათასი ტონა ქვანახშირი (გასულ წელთან შედარებით 3,1%-ით ნაკლები) და 6,6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (გასულ წელთან შედარებით 42,1%-ით ნაკლები).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში წარმოებულია 2052,2 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 3,4%-ით ნაკლები).

ენერგორესურსების მოხმარება გასულ წელთან შედარებით იძლევა შემდეგ სურათს: ელექტროენერგიის მოხმარებამ 2016 წელს შეადგინა 10486,5 მლნ.კვტ.სთ (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 5,9%-ით). ბუნებრივი გაზის მოხმარებამ შეადგინა 2125,7 მლნ.კუბ.მ (გასულ წელთან შედარებით შემცირდა 6,8%-ით). ნავთობპროდუქტების მოხმარება გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 12,6%-ით.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს საქართველოში 2016 წელს წარმოებული ენერგორესურსების სტრუქტურას. როგორც გრაფიკიდან ჩანს, სტრუქტურაში უდიდესი წილი (63,6%) მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია (24,3%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდებიან:

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 37,1% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29,9%) და ელექტროენერგია (19.2%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 8,1%-ს წარმოადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 5,7% მოდის ქვანახშირზე:

სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 35,5%. 2016 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 29,4% მოდის შინამეურნეობებზე, 17,9% - მრეწველობაზე, 2,6% - მშენებლობაზე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაზე 0,7%, ხოლო დარჩენილი 13,9% - კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42