რატომ გააჩუქა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ გენგეგმით „რეალ ინვესტის“ ქონება
საზოგადოება - 10:20, 14 Dec, 2017     3489

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის „სიით ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებულ პროექტს თბილისის მერიის ახალი შემადგენლობა ვერც იღებს (თუმცა ყველა ვადა ამოიწურა, შესაბამისად, ან უკვე უნდა ჰქონდეს გაფორმებული მერიის არქიტექტურის სამსახურს მიღება-ჩაბარების აქტი ხსენებულ კომპანიასთან, ან გაწყვიტოს ხელშეკრულება) და ვერც ვერ იღებს.

ხოლო, რაკი საკითხი ჰაერშია (და, სულაც, არ იქნება ცუდი, თუკი ჰაერშივე დარჩება, ვინაიდან გენგეგმის პროექტი ბევრ გაუგებრობასთან ერთად ვერვ დედაქალაქის პრობლემებს აგვარებს), ესე იგი, პროექტი მაინც ძალაშია. ჰოდა, რაკი ძალაშია, მისი შეფასებაც აქტუალურია.

თუმცა მიწათსარგებლობის გენგეგმა ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს უნდა ეხებოდეს და მან, ფაქტობრივად, დედაქალაქის კონსტიტუციის ფუნქცია უნდა იტვირთოს (სხვა თემაა, რომ შემოთავაზებული პროექტი მხოლოდ სურვილების და ხანდახან არცთუ კეთილის ნაკრებია), რეალურად, ის კერძო ბიზნესების გადანაწილების ახლებურ (უფრო ზუსტად, დავიწყებული და ავადმოსაგონარი ძველის) ვარიანტს სთავაზობს თბილისის ხელისუფლებას.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, გენგეგმის ერთი ნაწილი (სახელწოდებით: “ელიავას ბაზრობის რელოკაციისა და ტერიტორიის სარეკრეაციო გამოყენების კონცეპტუალური პროექტი) მთლიანად ეხება ეგრეთ წოდებული ელიავას ბაზრობის, უფრო ზუსტად, მისი გადატანის საკითხს და იმ ადგილას პარკის გაშენების იდეას სთავაზობს დედაქალაქის მესვეურებს (სახელწოდებით: „ელიავას საქალაქო პარკი“).

რაც, გენგეგმის ავტორთა თქმით (ციტატა გენგეგმის პროექტიდან): „ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე საპარკო სივრცის მოწყობის შემთხვევაში, დღეისათვის დეგრადირებული, დაბინძურებული, სამანქანო მოძრაობით გადატვირთული უბანი შეიძენს საცხოვრებლად, ბიზნესის საწარმოებლად, დასვენებისა და გართობის მიმზიდველ არეალად ჩამოყალიბების უნიკალურ პერსპექტივას.”

ცხადია, მოძრაობა ვერაფრით განიტვირთება, თუკი დღეს არსებული ბაზრობის ტერიტორიაზე კვლავ ბიზნესი უნდა იწარმოებოდეს, გაერთონ და დაისვენონ (რაკი ვერ გადაფრინდებიან, ისევ და ისევ სატრანსპორტო საშუალებებით უნდა მივიდნენ, ახალი სამანქანო გზის გაყვანა კი გენგეგმით ნაგულისხმები არ არის), ხოლო, თუ მაინც ბიზნესი უნდა აწარმოონ და ელიავას ბაზრობაზეც სხვა არაფერი ხდება, თუ არა ბიზნესის წარმოება, სავსებით შესაძლებელია, იმ არეალის თანამედროვესითისტიპის არეალად გარდაქმნა. რის გეგმაც ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციას უკვე აქვს შემუშავებული და ორი წელია, უშედეგოდ ელის მერიის თანხმობას.

მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია: ამჯერად თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ავტორი კომპანიის (რომელიც, ასევე, კერძოა) უცნაურ გადაწყვეტილებაზე ვისაუბრებთ. კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გადაანაწილა ბიზნესები და ბიზნესინტერესებისითი ინსტიტუტმა საქართველომ და განსაზღვრა, ვინ სად და როგორ უნდა აწარმოოს თავისი ბიზნესი (იმაზე უკვე აღარაფერს ვიტყვი, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, რადგან სწორედ კონსტიტუციით დაცული უფლებაა კერძო საკუთრება).

ამას დახვრეტა, იმას ჩამოხრჩობა

ერთი სიტყვით, სითი ინსტიტუტმა საქართველომელიავას ბაზრობას გადატანის ვერდიქტი გამოუტანა (რომ მის ადგილას სხვა ბიზნესი გაიფურჩქნოს და პარკიც მოეწყოს, მტკვართან მისასვლელიც გაკეთდეს და სრული იდილიაც დამყარდეს. და მერე რა, რომ მტკვართან ვერანაირი მისასვლელი ვერ გაკეთდება, სანამ არ გაიწმინდება და გენგემის პროექტში არათუ გაწმენდის ხარჯები არ არის გათვლილ-მოცემული, არამედ მტკვრის ფსკერის მდგომარეობაც კი არ არის გამოკვლეული, მაგრამ ესეც სხვა საუბრის თემაა), თუმცა ესეც არ აკმარა და გადაწყვიტა, რომ ის ორად უნდა გაიყოს (რატომ აიღო თავსი თავზე სხვა კერძო ბიზნესის მართვა „სითი ინსტიტუტმა სქართველომ“, უცნობია!) და ალტერნატიული ადგილმდებარეობებიც გამოუძებნა, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს ლოგიკურია, ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით.

იმიტომ რომ ორივე ალტერნატიული ადგილმდებარეობა („სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შეხედულებით გაყოფილი ერთი ელიავას ბაზრობისთვის) სხვა კომპანიების კერძო საკუთრებაა.

ერთ შემთხვევაში ეს არის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, რომელიც, გენგეგმის პროექტის მიხედვით, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მფლობელმა შარშან აჩუქა მერიას წერილის საფუძველზე, მეორე კი – ეგრეთ წოდებულ ისნის ბაზრობის ტერიტორია.

რაც შეეხება ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის ვითომ მერიისთვის გადაცემას ტერიტორიის მფლობელთა მიერ: მსგავსი შინაარსის წერილი (ტერიტორიის მერიისთვის ჩუქების შესახებ) ბუნებაში არ არსებობს. ხოლო იმ წერილში, რომელსაც გენგემის ავტორები მოიხმობენ პროექტში, სინამდვილეში წერია, რომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მეპატრონე ითხოვს, გენგემაში გაითვალისწინონ მისი ინტერესი (თავის კუთვნილ, ანუ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე სავაჭრო და საცხოვრებელი ცენტრების მშენტბლობის შესახებ). უფრო მეტიც, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ამჟამინდელ მფლობელს სასამართლოში ედავება ყოფილი მფლობელი (პირველ ინსტანციაში საქმე უკვე მოიგო) და, შესაბამისად, ტერიტორია სასამართლოს მიერაა დაყადაღებული. ამასთან, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი მეპატრონე (ავთანდილ საყვარელიძე) აცხადებს, რომ ის თავად აპირებს ამ ტერიტორიაზე თავისი ბიზნესგეგმების განხორციელებას, როგორც კი სასამართლო საბოლოოდ მიაკუთვნებს უკანონოდ წართმეულ საკუთრება. ამდენად, გაუგებარია, რის საფუძველსა და რა პრინციპით გაამწესა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ ელიავას ბაზრობის ერით ნაწილი იმ ტერიტორიაზე.

რაც შეეხება „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ ელიავას ბაზრობის გადატანისთვის შეგულებულ მეორე ტერიტორიას.

გენგეგმის პროექტში ვკითხულობთ: „ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის რელოკაცია მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქ. დედოფლის გამზირის გასწვრივ, ორ მეტროსადგურს – ისანსა და სამგორს (ქვედა) – შორის.“ აქ აშკარად ქეთევან წამებულის გამზირი იგულისხმება, რომელსაც გენგეგმის ავტორები, რატომღაც, „ქ. დედოფლად“ მოიხსენიებენ.

ამ შემთხვევაშიც აღნიშნული ტერიტორია (რომელიც, ღვთის მადლით, სადავო არ არის), მაგრამ ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტს“ (2007 წლიდან). ორგანიზაციის არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (ილია კოკაიამ) და არც საბჭოს წევრებმა (ნიკოლოზ ჩიქოვანმა და გიორგი კაპანაძემ) არაფერი იციან თბილისის მიწათსარგებლობის ავტორების მიერ მათი კუთვნილი ტერიტორიის გაჩუქებაზე.

ჩვენ დავუკავშირდითრეალ ინვესტისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია კოკაიას და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

თუ იცით მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის შესახებ, რის მიხედვითაც, თქვენს კუთვნილ ტერიტორიაზე დაგეგმილია ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის გადმოტანა და თუ ხართ თანახმა?

–ჩვენს ტერიტორიას ვერავის მიცემენ, იმიტომ რომ ის ჩვენი ტერიტორიაა, მეორე, ის თავისი გგემით ვითარდება და თუ გენგეგმამ ჩვენს ტერიტორიაზე ჩასვა ბაზრობა, ჩვენ თავად გვაქვს განსაზღვრული იმ ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობა, თმცა ცოტა სხვანაირის, ვიდრე ელიავას ბაზრობაა.

მეც გამიკვირდა და იმიტომაც ვაზუსტებ თქვენთან, იცოდ თუ არა, რომ ტქვენი კუთვნილი ტერიტორია განკარგა სხვამ?

–სახელმწიფომ თუ მოინდომა, რასაც უნდა, გააკეტებს, მაგრამ დღევანდელი მთავრობა ასე არ იქცევა.

მთავრობის მიერ მომზადებული არ არის გენგეგმის პროექტი, სამუშაო შეასრულა კერძო კომპანიასითი ინსტიტუტმა საქართველომ“, ეს მათი იდეა და ხედვაა. თბილისის მთავრობას დოკუმენტი ჯერ არც კი ჩაუბარებია.

–იქნებ ვინმეს აქვს კიდეც სურვილი, რომ ჩემს ტერიტორიაზე განთავსდეს ბაზრობა, მაგრამ როგორ უნდა მაიძულონ?! როგორც ჩანს, ვიღაცას თავში მოუვიდა რაღაც იდეები. ვიღაც შაწუხა ელიავას ბაზრობამ, მაგრამ იმ ხალხს რაღაც რეალური უნდა შესთავაზო, ის საქმიანობა მათი შემოსავლის წყაროა. მე პატივს ვცემ მათაც და გული შემტკივა, მაგრამ ვერანაირად ვერ დავთმობ ჩემს ტერიტორიას. შესაძლოა, ბაზრობა დაინახეს გეგმაზე, მაგრამ რა სახის ბაზრობა იქნება, ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია

არც ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებთან უსაუბრია ვინმეს, მათი აზრისა და ინფორმირების გარეშე მოიფიქრეს ეს სქემა, მაგრამ, თუ მერამ ჩაიბარა ეს დოკუმენტი და დაამტკიცა?

–ვიცით, რომ შემდეგ რთულია გენგეგმის შეცვლა. ჩვენი ის ტერიტორია, რომელზეც ახლა ბაზრობებია, თავის დროზე მთავრობის თხოვნით შევიძინეთ. მხედველობაში მყავს წინა ხელისუფლება. მაშინ, მოგეხსენებათ, რასაც გთხოვდნენ, უნდა შეგესრულებინა. შემდეგ ის ტერიტორია თავისთავად განვითარდა და ჩვენც დავინახეთ, რომ პერსპექტივა გვქონდა და ხელი შევუწყვეთ. ოღონდ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს და ჩვენი ტერიტორიის დათმობას არ ვაპირებთ.

P. S. გაუგებარია (ისიც რბილად რომ ვთქვათ), რით იხელმძღვანელასითი ინსტიტუტმა საქართველომ“, როდესაც კერძო ბიზნესები განკარგა და კერძო საკუთრებები გადაანაწილა ან ვინ მიანიჭა მას კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი უფლებამოსილება, რატომ მოიტანა გენგეგმაში მცდარი ფაქტები და რის იმედით იმედოვნებს ამ უკანონობის დაკანონებას?!

ნანა მდივანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42