ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა
საზოგადოება - 11:48, 13 Dec, 2017     1707
ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს სიმბოლურ ფასად გადასცემს.

„იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები, თაობები გაზარდეს და ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. რამდენიმე მთავრობის სხდომაზე, გვქონდა გამოტანილი კონკრეტული ოჯახებისთვის ფართების დაკანონების საკითხი. შესაბამისად, ამ პროცესს განვაგრძობთ, რადგან დაუკანონებელ ფართებში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დღეს გვინდა ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცეთ. ეს ადამიანები 15-20 წელია ცხოვრობენ აქ და დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართების დაკანონების საკითხი უკანონო მშენებლობებს უნდა გაემიჯნოს.

კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს კიდევ ერთხელ დაავალა, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად განაგრძოს.

„მინდა გავმიჯნო ის ფაქტები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში უკანონო მშენებლობების თვალსაზრისით ხდება. ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი ფაქტი გამოავლინა. მინდა გთხოვოთ ბატონო გიორგი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა განაგრძოთ. იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელია, ადამიანმა მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება და განვითარება, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. შესაბამისად, უკანონო მშენებლობებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42