როგორ აქცია თბილისის გენგეგმის არქტიტექტორმა სპორტის სასახლის ტერიტორია „ქვის ჯუნგლებად“
საზოგადოება - 10:50, 13 Dec, 2017     15374

კვირას, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S.-ში“ გავიდა სიუჟეტი, სადაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ბ-ნი მამუკა სალუქვაძე დედაქალაქის ყოფილ და ახალ ხელმძღვანელობას უნიათობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა. ბ-ნი სალუქვაძის მოულოდნელი უარყოფითი მეტამორფოზა ქალაქის მერიისადმი გამოწვეულია იმით, რომ ქალაქის არქიტექტურის სამსახური, დიდ ალბათობით, არ აპირებს ხელი მოაწეროს თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალურ გეგმის (მმგ-ს) მიღება-ჩაბარების აქტს.

ამ ფაქტით აღშფოთებული „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მესვეური თბილისის მერიას ყველა არსებულ და არარსებულ ცოდვაში ადანაშაულებს. მის განსაკუთრებულ „აღშფოთებას“ კი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის ირგვლივ გაცემულ სამშენებლო ნებართვები და იქ წამოჭიმული უსახური შენობები იწვევს. ის „ქვის ჯუნგლებად“ მოიხსენიებს აქაურობას (ტერმინი ნასესხები აქვს მმგ-ს ოპონენტი ჟურნალისტებისგან) და ამ სიმახინჯის შემოქმედების დასჯას მოითხოვს.

ჩვენ მოვიძიეთ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ „ქვის ჯუნგლების“ შემოქმედი და ჰოი, საოცრებავ, ყველა გზას „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ თანახელმძღვანელ ბ-ნ მერაბ ბოლქვაძემდე მივყავართ.

ვინ არის მერაბ ბოლქვაძე? - Googl-ის საძიებო სისტემის მიხედვით, ის არქიტექტორია, უფრო სწორად, ზოგან ისეა მოხსენიებული, როგორც არქტიტექტორი, ზოგან კი - როგორც ურბანისტი, თუმცა ისინი, ვინც ამ სფეროში კარგად ერკვევიან, ამბობენ, რომ ბოლქვაძის, როგორც ურბანისტის ან, სულაც, როგორც არქიტექტორის მიერ შექმნილი ღირშესანიშნავი არაფერი უნახავთ.

„ეს ის ადამიანია, რომლის არქიტექტურითაც სპორტის სასახლის მარცხენა მხარე განაშენიანდა. ახლა, დიდი სპეციალისტობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ის, რაც სპორტის სასახლესთან ხდება, სრული კოშმარი და კატასტროფაა. ჰოდა, როგორ დავიჯერო, რომ ამ „შედევრის“ არქიტექტორმა ისეთი გენგეგმა შექმნა, რომელიც თბილისს ააშენებს და დაამშვენებს?“ - აღნიშნავს კონფიდენციალური საუბრისას ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელიც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

როგორც პროფესიონალები ამბობენ, თბილისის ცენტრალურ უბნებში შენობა-ნაგებობების რიცხვი დასაშვებ ზღვარზე მაღალია, თუმცა ამ მხრივ ყველაზე კატასტროფული ვითარება სპორტის სასახლის უკანა მხარესაა, თუმცა ამის მიუხედავად, ბოლქვაძე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული სპორტის სასახლის უკანა მხარის დამახინჯება, თბილისის სამომავლო „გალამაზებაზე“ ისე საუბრობს, რომ საკუთარი „პირმშო“ - სპორტის სასალხის უკანა მხარეს აღმართული სიმახინჯეები არც ახსენდება. ის ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს:

„არ არის აუცილებელი, ყველგან საცხოვრებელი შენობები აშენდეს (ჩვენი კვლევებით დადგენილია, რომ თბილისში მშენებლობა-განაშენიანების 82% საცხოვრებელ შენობებს შეადგენს), ქალაქს კიდევ სხვა ტიპისა და ფუნქციის შენობები სჭირდება... თბილისს გამწვანებული ტერიტორიების დეფიციტიც აქვს. ამიტომ ყოფილი საწარმოების თითქმის ნახევარი სარეკრეაციო საჯარო სივრცეებად უნდა გადაიქცეს.“

ბატონი ბოლქვაძის ეს სურვილი, რასაკავირველია, პროგრესულია და იმაზეც არავინ კამათობს, რომ დედაქალაში ბევრი სიმწვანე უნდა იყოს, მაგრამ, ფაქტი ჯიუტია. ერთდროს მწვანეში ჩაფლული სპორტის სასახლის ტერიტორია, მართლაც ქვის ჯუნგლებს გავს დღეს და ამ ყველაფერში სხვებთან ერთად, მისი როგორც, დღევანდელი თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის (მმგ-ს) ერთ-ერთი ავტორის ხელიც ურევია.

ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „P.S.-ში“ გასული სიუჟეტი თბილისის მერიაზე ზეწოლის მცდელობა იყო, რითაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორს სურვილი აქვს, გენგეგმის პროექტის მიმართ სხვადსახვა კრიტიკული სტატიებიდან ამოკრეფილი ციტატების გამოყენებით, დააშანტაჟოს თბილისის ახალი ხელმძღვანელობა და ხელი მოაწერინოს მმგ-ს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე.

ამავდროულად, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ტელევიზია ასე ოპერატიულად დაინტერსედა ამ საკითხით და ერთ დღში მოამზადა მმგ-სადმი მიძღვნილი ვრცელი გადაცემა. ყველამ ვიცით, რომ ესეთი რამეები არ ხდება, მხოლოდ კეთილი სურვილებიდან გამომდინარე და პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე ამ საკითხს არავინ ყურადღებას არ დაუთმობდა.

ჩვენ მხოლოდ ინფორმაცია მოვიძიეთ და ჩვენი აზრი გამოვთქვით მმგ-ს ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე და დაინტერესებული მხარეების არაკეთილსინდისიერ ჩართულობაზე, ხოლო დასკვნების გამოტანა კი საზოგადოებისთვის და თბილისის ახალი ხელმძღვანელობისთვის მიგვინდია.

ნოდარ ხარჩილავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42