"გოგი, გთხოვ, გამოჩნდი... მისთვის ცხოვრება მხოლოდ სიკვდილი ვერაფრით იქნება..." გაუჩინარებული მოზარდის დის ემოციური მიმართვა
საზოგადოება - 10:23, 13 Dec, 2017     14497
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბობოყვათის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, გოგი დოლიძეს ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.

არასრულწლოვანი 7 დეკემბრის დილას სახლიდან გავიდა. მოზარდი ბოლოს ბობოყვათიდან ქობულეთში მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში ნახეს. ქობულეთში კი მისი კვალი იკარგება.

ოჯახი, თავდაპირველად მის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშს "ლურჯ ვეშაპს" უკავშირებდა, თუმცა, დღეისთვის ეს ვერსია სამართალდამცველებმა გამორიცხეს, - გაუჩინარებული მოსწავლის პირად კომპიუტერში აღნიშნული ინტერნეტთამაშის კვალი არ მოიძებნა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„კვირია პალიტრა“ წერს, რომ გაუჩინარებული მოსწავლის ძებნიდან მეხუთე დღეს ოჯახს სამართალდამცავები თბილისდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ სავარაუდოდ, გაუჩინერებული ნაპოვნიაო. ბიჭის მამა სასწრაფოდ ქობულეთიდან დედაქალაქში გაემგზავრა, თუმცა ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. გაუჩინარეული მოსწავლის მამა დედაქალაქიდან შინ შვილის გარეშე დაბრუნდა.

ცნობისთვის ბიჭი მამასთან ერთად ცხოვრობდა, დედა საზღვარგარეთ, თურქეთში სამუშაოდ იმყოფება...

„ჩვენს ოჯახს ისეთი მძიმე დღეები უდგას, შეუძლებელია, ჩვენი ტკივილის გადმოცემა. ამის მიუხედავად, მინდა, ვთხოვო ყველას, ჩემი ძმის დაკარგვასთან დაკავშირებით დაუზუსტებელს ნურაფერს დაწერს, - ყველგან დაიწერა, რომ თითქოს გაუჩინარების წინ ოჯახის წევრები გოგის ეკამათნენ, არადა არანაირი კამათი არ ყოფილა. უბრალოდ, მამამ შენიშვნა ცოტა მკაცრად მისცა, - გოგის სოფელში მეგობრები ჰყავს, რომელთაც ერთ საღამოს ქეიფი გადაწყვიტეს, გოგიც მათთან იყო და რადგან სმას არ არის მიჩვეული, ზედმეტი მოუვიდა. ამის გამო წაიქცა და სახით დაეცა. ცხადია, სახე დაეკაწრა, რის გამოც მამამ უსაყვედურა, - უკვე იმ ასაკში ხარ, ზომა ყველაფერში უნდა იცოდე, განსაკუთრებით დალევისასო. მაგრამ რომელი მამა არ ეტყვის ამას შვილს?! სკოლაშიც მამამ გაუშვა, - გოგის დაჩხაპნილი სახის გამო კომპლექსი ჰქონდა, მაგრამ მამა არ მოეშვა, ამისთვის სკოლის გაცდენა არ ღირსო. ჩემმა ძმამაც აიღო ჩანთა და წავიდა, მაგრამ თურმე სკოლის ნაცვლად ქობულეთისკენ მიმავალ სამარშრუტოში ჩაჯდა....“- აცხადებს გამოცემასთან გოგის და თეონა დოლიძე.

გოგონა აცხაებს, რომ მისი ძმა სიცოცხლით სავსე ნიჭიერი ახალგაზრდაა.

„როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, იმის მიუხედავად, რომ ჩემზე უმცროსია, იმ წიგნებს ვაკითხებდი ხოლმე, რომელსაც მე თავად ვკითხულობდი; პირველად კი უარობდა, არ წავიკითხავ, კომპიუტერი ბევრად უფრო მომწონსო, მაგრამ როცა წაიკითხავდა, იცით, რა კარგი დასკვნები გამოჰქონდა?!
მისთვის ცხოვრება მხოლოდ სიკვდილი ვერაფრით იქნება, - სინამდვილეში ძალიან მხიარულია, როცა სიცილის ხასიათზე არ ვიყავი, მაშინაც კი ძალით მაცინებდა ხოლმე”- აცხადებს „კვრს პალიტრასთან“ თეონა.

ვრცლად ნახეთ აქ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42