თსუ-ში დათო მაღრაძის წიგნის - „AVE, EVA!”-ს პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 19:15, 12 Dec, 2017     1399

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებულის „AVE, EVA!” წარდგინება გაიმართა. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„წიგნის წარსადგენად შევარჩიე ჩემთვის მშობლიური უნივერსიტეტი. მშობლიურ გარემოში, მშობლიურ სივრცეში ყოველთვის უკეთ გრძნობს თავს ადამიანი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ პირველი წარდგენა ამ კედლებში გამართულიყო,“- აღნიშნა დათო მაღრაძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მომხსენებლები: პროფესორი პაატა ჩხეიძე, პოეტი და ლიტერატორი გერტ რობერტ გრიუნერტი, დოქტორი ნინო პოპიაშვილი.

"დათო მაღრაძე გამორჩეული უნივერსიტეტელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე ცნობილი პოეტი მოდის და ამ კედლებში მართავს ლექსების კრებულის იუბილეს. „ავე ევა!“ - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც ბოლოს შექმნილ ლექსებს აერთიანებს. დღეს არის ასევე მეორე მნიშვნელოვანი ამბავი - ამ საღამოში მონაწილეობს გერმანელი ქართველოლოგი გერტ რობერტ გრიუნერტი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურის, პოეზიის პოპულარიზების თვალსაზრისით. სწორედ, ამ დამსახურების გამო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ იგი დააჯილდოვოს უნივერსიტეტის მედლით,“- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

"ჩემთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოება. ეს გახლავთ კიდევ ერთი ნაბიჯი ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებისკენ,“-აღნიშნა ქართული პოეზიის ანთოლოგიის გერმანულ ენაზე მთარგმნელმა და გამომცემელმა გერტ რობერტ გრიუნერტმა. მისი თქმით, „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო მასპინძლის სტატუსით ყოფნა საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. მოხარული ვართ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შეგვიძლია წარვადგინოთ ორი წიგნი. ერთი გახლავთ ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე, რომელიც სამასამდე თარგმნილ ლექსს მოიცავს და რაშიც შედის დათო მაღრაძის ლექსები. ასევე , საზოგადოებას ცალკე წარედგინება დათო მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“, რომელიც რამდენჯერმე არის პრემირებული იტალიაში ევროპის სხვადასხვა ჯილდოთი.“

პრეზენტაციაზე გერტ რობერტ გრიუნერტმა და დოქტორმა ნინო პოპიაშვილმა წაიკითხეს დათო მაღრაძის ლექსებისა და პოემის გერმანული თარგმანები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42