ანასტასია გოტფრიდი - უკრაინელი ძალოსანი, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის, დეკემბერში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იგი ინტერნეტ-გამოცემა "ГОРДОН"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე მწვრთნელები ისეთ პირობებში ამყოფებენ ქალ-ძალოსნებს, რომ ისინი იძულებულები არიან ქვეყანა დატოვონ.
"პრობლემა ხელმძღვანელობაშია - სპორტის სამინისტროში, ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელში და მის გუნდში. ისინი თავიანთი ქმედებებით ფაქტობრივად აძევებენ სპორტსმენებს ქვეყნიდან. იცინი ცდილობენ ამა თუ იმ წარმატებული სპორტსმენის პირად მწვრთნელად ჩაეწერონ და შედეგად პრემიები მიიღონ. ვინც უარს აცხადებს, ფაქტობრივად ყველა გზა ეკეტებათ. ამიტომაც ნუ გიკვირთ, რომ უკრაინას ჩვენს სპორტში ოქროს მედალი უკვე 14 წელია არ აქვს.
ჩემს შემთხვევაში ძალიან მძიმე პირობები დამიყენეს: მე პირად მწვრთნელად იური კურჩინოვი უნდა ჩამეწერა, მისი ოლქის წარმომადგენელი უნდა ვყოფილიყავი და ჩემი ქმარი დენის გოტფრიდი მიმეტოვებინა. ანუ - უნდა გავნქორწინებულიყავი. მე, ცხადია, უარი განვაცხადე და დევნა დამიწყეს. 2013-15 წლებში მომიხსნეს ხელფასი, ვერ ვვარჯიშობდი და არც სამედიცინო მომსახურება მქონდა. ვარჯიშს ჩემი სახსრებით თუ ვახერხებდი...
ბოლომდე იმედი მქონდა, რომ უკრაინის ნაკრებთან ურთიერთობა დალაგდებოდა, მექნებოდა საშუალება ჩემი სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე წარმომედგინა. მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ყველაფერი ამაო იყო და საქართველოს შეთავაზებას დავთანხმდი," - აცხადებს ანასტასია.
იგი აცხადებს, რომ არასწორი იქნება, თუ ახლა უკრაინაში დაბრუნდება, იგი ვერ ჰკრავს ხელს იმ ხალხს და ქვეყნას, რომელმაც მას მსოფლიოს ჩემპიონობისაკენ გზა გაუხსნა. ანასტასიამ რამდენიმე სპორტსმენიც დაასახელა, რომელთაც აღნიშნული პირობების გამო უკრაინა დატოვეს და უცხოეთში გადავიდნენ.
გოტფრიდი ასევე აცხადებს, რომ უკრაინელ ძალოსნებს ხშირად დოპინგის მიღებას აიძულებენ. სწორედ აქედან გამომდინარე, 2017 წლის სექტემბერშ, უკრაინის ძალოსნობის ფედერაციას ერთი წლით შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალეს
მასალის გამოყენების პირობები