,,შეიძლება ზამთარი ვერ გადაიტანოს..." - თბილისში მცხოვრები სნეული ქალის და 3 მცირეწლოვანი ბავშვის უმძიმესი ყოფა
საზოგადოება - 12:17, 12 Dec, 2017     2579
ავადმყოფობისგან და უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ როდესაც ფიზიკურ ტკივილს თან ერთვის სიღარიბე და საყოფაცხოვრებო პრობლემები – ორმაგად მძიმე ასატანია. რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, მთავარი მაინც ისაა, რომ ადამიანი არ დაეცეს სულით და სჯეროდეს კეთილი ადამიანების დახმარების…


თბილისელმა რიმა კაზარიანმა ვერ ააწყო პირადი ცხოვრება და კარიერა, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად სხვადადასხვა დაავადებებმაც იჩინეს თავი: შაქრის დიაბეტის გამო მას ერთი ფეხი მოკვეთეს, მოგვიანებით დაკარგა მხედველობა და უკვე რამდენიმე წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული.

ამ ხანდაზმულ ქალს უვლის ქალიშვილი – 3 მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელსაც მარტო უხდება “ორ ცეცხლს შორის ტრიალი” – ავადმყოფ დედასაც უნდა მოუაროს და ბავშვებიც ფეხზე დააყენოს.

კაზარიანების ოჯახი ნახევრად დანგრეულ ბარაკში ცხოვრობს, სადაც იატაკი ამორტიზირებულია, ხოლო ჭერზე ბზარებია გაჩენილი, დახეთქილი კედლებიდან ქარი უბერავს და ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის.

მათ სახლში ავეჯი პრაქტიკულად არ არის. მატერიალური სიდუხჭირე, შიმშილი და სიცივე ანადგურებს ამ ოჯახს. მიზერული პენსია და სოციალური შემწეობა ელემენტარული პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით. კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო მათ ხშირად უთიშვენ ელექტროენერგიასა და გაზს. ბავშვები ნახევრად მშიერნი დადიან, თბილი ტანსაცმლის უქონლობის გამო იძულებულნი არიან სკოლის გაკვეთილები გააცდინონ …

მეგობრებო, ნუ დარჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ, გაუწოდეთ სნეულ ქალსა და 3 მცირეწლოვან ბავშვს დახმარების ხელი, ჩასახეთ მათში იმედის ნაპერწკალი!

თუ თქვენ გაქვთ დახმარების სურვილი და შესაძლებლობა, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: რიმა კაზარიანი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/236-kazariani/

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.

“კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?”

(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42