ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრი ბენეფიციარებს საახალწლო სადღესასწაულო სადილით უმასპინძლებს
საზოგადოება - 12:00, 12 Dec, 2017     866
დასამალი არ არის, რომ ბევრმა ჩვენგანმა უკვე დაიწყო საახალწლო მზადება, საჩუქრების შერჩევა და სადღესასწაულო სუფრაზე ფიქრი, რათა ახალი წლის დადგომას ღირსეულად და მხიარულად შეხვდეს!

წინა საახალწლო ციებ–ცხელებაში ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ირგვლივ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც სანახევროდ შიმშილობენ, მარტოობასა და სიღარიბეში ატარებენ დღეებს. ახალი წლის დადგომას სევდიანი განწყობით ელიან. მათ ელემენტარული სადილის გაკეთების საშუალებაც არა აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ საჩუქრების ყიდვასა და გართობაზე. ბევრი მათგანი ახალი წლის დადგომას არც კი ელოდება, ადრე წვება, რათა საყოველთაო მხიარულების ფონზე მშიერმა ბავშვებმა თავი დამცირებულად არ იგრძნონ.

საახალწლო დღეებში, ისევე როგორც ყოველთვის, ჩვენ არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე ჩვენს თანამოქალაქეებს.

ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 300–ზე მეტი ადამიანისთვის სიკეთის ნამდვილ კუნძულად იქცა, საახალწლოდ ბენეფიციარებს დიდ საჩუქარს უმზადებს – სადღესასწაულო სუფრას! ეს არ იქნება ჩვეულებრივი სადილი, რომლითაც ყოველდღიურად ვუმასპინძლდებით სტუმრებს. ეს იქნება განსაკუთრებული, ძალიან გემრიელი და დასამახსოვრებელი სადილი.

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, შემოგვიერთდით, რათა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ საახალწლო სუფრა ჩვენი ბენეფიციარებისთვის, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საახალწლო სადილი) ან პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/242-nyeve/

თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay.განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.

არ დაივიწყოთ ადამიანები, რომელებიც თქვენს დახმარებას ელიან, აჩუქეთ მათ სიხარული და მომავალი 2018 წლის იმედი!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42