კომუნალური გადასახადების გაძვირებას პროგნოზირებენ ექსპერტები, საუბარია ელექტროენერგიის სამი თეთრით, ბუნებრივი აირის კი ორ თეთრამდე გაძვირებაზე. გია ჯანდიერის განცხადებით, არსებობს პირდაპირი გარიგება კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის:
„არის პირდაპირ გარიგება ამ ენერგეტიკულ კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის. რა დგას ამ გარიგების უკან, ძნელი სათქმელია, მაგრამ ცხადია, რომ მომხმარებლებისთვის სასარგებლო გარიგება არ იქნება. როდესაც ელექტროენერგიაზეა საუბარი, ალბათ 3 თეთრზე უნდა იყოს, ალბათ 1-2 თეთრით გაზიც გაძვირდება,“ - აცხადებს გია ჯანდიერი.
ისინი ასევე აკრიტიკებენ მარეგულირებლის ინსტიტუტსაც და სახელმწიფოს ენერგეტიკული ბაზრის გახსნისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ეს სისტემა უნდა შევცვალოთ სრული კონკურენციისკენ, როდესაც გენერაციას აქვს საშუალება, მომხმარებელთან უშუალოდ მივიდეს სახელმწიფო ინსტიტუტების გავლის გარეშე. თუ ამას არ მივაღწევთ, ეს სისტემა ყოველთვის იქნება ასეთი პოლიტიზირებული, ალბათ კორუმპირებული და საფრთხე ექნება მუდმივად. საქართველოში გასაღება არის მონოპოლია, შესაბამისად, მათ აქვთ პრივილეგია და შესაძლოა, არც აწყობდეთ ფასების გაზრდა, ისედაც იღებდნენ იმ შემოსავალს, რომელიც სჭირდებათ, იმიტომ, რომ ბაზარი იზრდება,“ - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






