“გოლდენ სტეიტი“ - “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი “შვიდკაცა“ შეასრულებს
საზოგადოება - 12:39, 11 Dec, 2017     1685

20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან, ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ''Bubble Head" დარიგდება.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამაშის დაწყებამდე ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი "შვიდკაცა" შეასრულებს, დიდ შესვენებაზე კი 3 ქართულ სიმღერას იმღერებს. ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნბა-ს ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა, "შვიდკაცა" კი აქტიურად გახლდათ ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძიებებში და "გოლდენ სტეიტის" პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა.


ნბა-ს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური ზაზა ფაჩულიას საქართველოში ჩამოჰყვა, ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა - თასზე პასუხისმგებელი პირი, ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელიც გუნდის და ნბა-ს ვარსკვლავის სტეფ კარის პირადი ოპერატორი გახლავთ და ჩვენს ქვეყანაში გუნდის ხელმძღვანელობის თხოვნით გამოემგზავრა. ქართული ანსამბლი ოკლენდში 15 დეკემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს "გოლდენ სტეიტის" მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.


დავით ნოზაძე ("შვიდკაცა"):" აგვისტოში აქტიურად ვიყავით ჩართული ღონისძიებებში, რომელიც ნბა-ს საჩემპიონო თასის საქართველოში მოგზაურობას მიეძღვნა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, "გოლდენ სტეიტის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც ზაზა ფაჩულიას თბილისში ჩამოჰყვა გამოთქვა სურვილი, რომ 20 დეკემბერს "გოლდენ სტეიტი" "მემფისის" მატჩზე გვემღერა, რომელზეც ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშოები დარიგდებოდა. ცხადია, შემოთავაზებას ჩვენგან მაშინვე თანხმობა მოჰყვა, რის შემდეგაც გვთხოვეს ამერიკის ჰიმნის ჩვენი ინტერპრეტაციით შესრულება და ოკლენდში გაგზავნა. ჰიმნი "გოლდენ სტეიტის" პრეზიდენტმა მოისმინა და მიწვევაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ ქართველი გულშემატკივრის და მსმენელის წარმატება და ცხადია ზაზა ფაჩულიას მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგი. სწორედ ზაზას დამსახურებაა ჩვენი იქ მოხვედრა. ქართველი ცენტრი მართლაც საოცარი მოთამაშე და ადამიანია".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42