სახალხო თვითმმართველობა კახა კალაძეს თბილისის გენგეგმაზე საჯარო განხილვებს სთავაზობს
საზოგადოება - 11:42, 11 Dec, 2017     1554

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“ უკვე 5 თვეა მონიტორინგს უწევს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ (მმგ) პროექტის ირგვლივ განვითარებულ პროცესს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ არსებული დოკუმენტის შინაარსი, მისი მიღების ისტორია და იმ მხარეთა ინტერესები რომლებიც დაინტერესებული არიან ამ დოკუმენტის ავკარგიანობით. მონიტორინგმა დაგვანახა, რომ საკითხი არ არის ერთგვაროვანი და მმგ-ს ირგვლივ აშკარად იკვეთება კონკრეტული ჯგუფების, როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური ინტერესები.

ამ წერილით ჩვენ არ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმგ-ს შესახებ, უბრალოდ ავღნიშნავთ, რომ დოკუმენტი რომლის შექმნაზეც თბილისის ბიუჯეტიდან დახარულია 4 მილიონ ლარამდე და 2 წელიწადზე მეტი; რომლის შესახებაც არსებობს ავტორიტეტული ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების უარყოფითი დასკვნები, ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე სრული სახით და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია თბილისის არქიტექტურის სამსახურშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი საბოლოოდ მიღების საკითხი.

მმგ-ს წარმოდგენილი ვარიანტის ცხოვრებაში გატარების შედეგად, შესაძლოა თბილისში დაიწყოს მასშტაბური პროცესები რომელიც 20-25 ათაას კერძო მესაკუთრეს შეეხება და უამრავი დაგეგმილი ბიზნეს-პროექტების განხორციელებაც შესაძლებელია დადგეს საფრთხის წინაშე. ლილოს სამრეწველო ზონა, თბილისის ზღვის გარშემო არსებული მიწები, დიდი დიღმის მიმდებარე კერძო დასახლებები, სადაც ახლაც მიმდინარეობს კანონიერი მშენებლობები, სავაჭრო სივრცეები -აი ის ლოკაციები, რომლებიც მმგ-ს დამტკიცების შემდეგ სულ სხვა რეალობაში დაიწყებენ უფლებრივად ფუნქციონირებას.

თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად, სამართლიანად იყო გამოყოფილი ქ. თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმა, რაც საკითხის აქტუალურობას უსვამს ხაზს. წინასაარჩევნო პროგრამაში ნათქვამია, რომ „მერია საბოლოოდ დაამუშავებს და დაამტკიცებს თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმას, რომელიც შეასრულებს თბილისის ურბანული განვითარების ქვაკუთხედის ფუნქციას. გენერალური გეგმა იქნება სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებული, წლებზე გათვლილი ქალაქის „კონსტიტუცია“. გენერალური გეგმა შექმნის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების ახალ პარადიგმას, რომელიც იქნება არა მხოლოდ დედაქალაქის განვითარების ახლებური ხედვა, არამედ გახდება მაგალითი საქართველოს სხვა, დიდი ქალაქების განვითარების კონცეფციებისთვის.“

ბუნებრივია ჩვენ მივესალმებით ასეთ მიდგომას საკითხისადმი და ამავდროულად მოგიწოდებთ, რომ ეს პროცესი წარიმართოს საზოგადოების და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით და იყოს მაქსიმალურად საჯარო.

ჩვენის მხრივ, მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში და თბილისის ხელისუფლების, აკადემიური წრეების, დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, უახლოეს მომავალში, ორგანიზება გავუკეთოთ კონფერენციას - „თბილისის ურბანული განვითარება და გენერალური გეგმა - რეალობა და პერსპექტივები“.

დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი კონფერენცია ხელს შეუწყობს თბილისის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო დოკუმენტის შემუშავებას და მის რეალურად „თანხმობის დოკუმენტად“ გადაქცევას.

გიორგი (გოგი) ლორთქიფანიძე, „სახალხო თვითმმართველობის“ თავჯდომარე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42