თბილისის საცობებისგან განტვირთვა - მომავალ წელს სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმა შემუშავდება
საზოგადოება - 11:25, 11 Dec, 2017     1698

დედაქლაქის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით მომავალ წელს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმა შემუშავდება.

„2018 წელს, თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყება, რომელზე დაყრდნობითაც თავიდან უნდა ავიცილოთ სატრანსპორტო კოლაფსი და შევძლოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ნაწილში დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ავტობუსების სამარშრუტო ქსელის დახვეწა-გაფართოებაც. რაც შეეხება კონკრეტულად ავტობუსების პარკის განახლებას, მერია აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და კონკრეტული შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება“, - განაცხადა დავითულიანმა.

მისივე განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის თანხა 88 მლნ ლარამდეა გაზრდილი:

„ჩვენი გუნდი წინასაარჩევნოდ აანონსებდა, რომ თბილისის ყველა რაიონში შეიქმნებოდა კულტურის, განათლებისა და სპორტის, მულტიფუნქციური, ახალგაზრდული ცენტრები. 2018 წელს გათვალისწინებულია 2 ასეთი ცენტრის მშენებლობა და სამის პროექტირება“, - განაცხადა დავითულიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42