რუსთავის ,,ფოლადის'' სტადიონზე სოციალური პროექტის „საფეხბურთო ფესტივალი“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა
სპორტი - 09:52, 11 Dec, 2017     18836
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ა(ა)იპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრისა’’ და არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“ ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, რუსთავის ,,ფოლადის’’ სტადიონზე ,,საფეხბურთო ფესტივალის’’ დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიების დახურვას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გიორგი ბეგაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული პირები დაესწრნენ.

დღეს გამართულ ფინალური შეხვედრაში რუსთავის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საქართველოს ფებურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, შეჯიბრის ყველა მონაწილე სიგელებით, გამარჯვებული გუნდი კი სპეციალური თასით დააჯილდოვა.

ტურნირში თბილისის, რუსთავისა და ფოთის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. სპორტსმენების გარდა შეჯიბრში, სოციალურად დაუცველი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების შვილები და მზრუნველობას მოკლებული მოზარდებიც ასპარეზობდენ.

,,საფეხბურთო ფესტივალის’’ მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, მზრუნველობას მოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მხარდაჭერაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42