ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღეს უნდა გადაწყდეს, განაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, ივანე პეტრიაშვილმა.
თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა: ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.
„რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ შეიძლება დადგეს მეორე ტურის აუცილებლობა, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ წესდებაში წერია - ხმათა რაოდენობა ითვლება დამსწრეთა რაოდენობის უმრავლესობის შესაბამისად. პროცედურაში ზუსტად არ იყო გაწერილი, რა იგულისხმება დამსწრეში. შესაძლებელი იყო ამ ტერმინის მრავალმხრივ გაგება. საბოლოო ჯამში, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებად ის, რაც მოგახსენეთ. საბოლოო შედეგები იქნება შემაჯამებელ ოქმში, სავარაუდოდ დღეს და მათ შორის, მეორე ტურთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღესვე იქნება საუბარი,“ - განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






