კორპუსი, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა საცხოვრებლად უსაფრთხოა
საზოგადოება - 14:11, 09 Dec, 2017     2281
თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ გაბრიელ სალოსის გამზირზე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია განხორციელდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა.

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა და უახლოეს პერიოდში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ირაკლი ბენდელიანის თქმით, ხუთი ბინა სრულად არის აღსადგენი, ორ ბინას კი მცირე დაზიანებები აქვს.

„თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შემოწმება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს და დასრულებისთანავე მოსახლეობას აქ ცხოვრება შეეძლება.დაახლოებით რვა ბინაა, რომელიც საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილესთან ერთად დღეს დაზიანებული საცხოვრებელი ბინები ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორმა ლაშა სამხარაძემ დაათვალიერეს.

როგორც გივი კუბლაშვილმა განაცხადა, კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებს. აღდგენითი სამუშაოებისთვის დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42