ვინ დგას ბიზნესის წართმევის რიგში - გენგეგმის პროექტის თაღლითური სქემა?!
საზოგადოება - 11:09, 07 Dec, 2017     6101

დედაქალაქის ახლად არჩეულ მერ კახა კალაძეს პირველ სამუშაო დღეს დედაქალაქისვე ყოფილმა მერმა უმასპინძლა და თუმცა მათმა შეხვედრა მეტად თბილი ელფერი დატოვა (რაც ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი თანაგუნდელები არიან და ასეთებად რჩებიან), ახალმა მერმა რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც „თბილ“ შთაბეჭდილებას ნაკლებად ახდენენ.

ჯერ ერთი, კახა კალაძემ მერიაში აუდიტის ჩატარება მოითხოვა, რაც, ასევე, ლოგიკურია, რადგან თავიდან აიცილოს ის პასუხიმგელობები, რაც მის კისერზე არ არის (ანუ საქმიანობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან აპირებს);

გააუქმა მერიაში არსებული ზონალური საბჭო (რომელიც გასცემდა მშენებლობებისა და სხვა ნებართვება);

ამას გარდა, აუქმა თავისი წინამორბედის, დავით ნარმანიას, მერობისას მერიასთან არსებული, 19 კომისია გააუქმა, მოტივად კი „ბიუროკრატიის შემცირება, გადაწყვეტილებების დროულად მიღება და მუშაობის მეტი ეფექტიანობა“ დაასახელა. მართალია, კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ისინი უხელფასოდ, საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდნენ, მაგრამ თავად კომისიების საქმიანობის სფროები იმდენად საინტერესოა, რომ არ ტოვებს მხოლოდ ენთუზიაზმის შთაბეჭდილებას.

მაგალითად, ერთ-ერთი კომისიაქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის განხილვის მიზნითშეიქმნა 2017 წლის 5 ივლისს. ამ ტიპის კომისიის შექმნაში უჩვეულო თითქოს არაფერია (მეორე მხრივ, არსებობს არქიტექტურის სამსახური, რომელსაც, წესით სწორედ გენგეგმის პროექტის შეფასება მოეტხოვება), რადგან მერიისვე მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წლიდან მოყოლებული მუშაობს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე (თუმცა საშველი ვერა და ვერ დაადგა, ან კი როგორ დაადგამდა, როდესაც პროექტის ავტორების გარდა მათ მიე შექმნილ დოკუმენტს არათუ ყველა იწუნებს, გენგეგმადაც კი არ მიიჩნევს).

არც ის უნდა იყოს თითქოს უჩვეულო, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს თბილისის მთავრობამ კიდევ ერთი კომისია, ანუ სამუშაო ჯგუფი შექმნა. . „ელიავას ბაზრობისტერიტორიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავების მიზნით“.

მართლაც, არაფერი იქნებოდა უჩვეულო ამ ორ კომისიი შექმნაში, რომ არა ერთი უცნაურობათბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტში, რომელმაც მთელი ქალაქის განვითარების სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეიმუშაოს, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა . . „ელიავას ბაზრობას“. ოღონდ მის მხოლოდ ერთ ნაწილს –პროექტის ავტორები დედაქალაქის მუხრუჭად მიიჩნევენ სწორედ „ელიავას ბაზრობად“ წოდებული ტერიტორიის ნაწილს მიიჩნევენ.

ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა, რომ არა კიდევ ერთი ფაქტიგენგეგმის პროექტის ავტორისითი ინსტიტუტი საქართველოარა მხოლოდ ურჩევს დედაქალაქის მერიას, რომ გადაიტანოსელიავას ბაზრობისერთი ნაწილი (რომელიც სავსებით კონკრეტული ადამიანების კერძო საკუთრებაა), არამედ მისი გაყოფის ვერდიქტიც კი გამოაქვს – პროექტში შავით თეთრზე წერია, რომ ბაზრობა ორად უნდა გაიყოს.

და ალტერნატიულ ადგილმდებარეობებსაც სთავაზობს (იმავე პროექტში) – ერთი ნაწილი გადააქვთ . დედოფლის (სავარაუდოდ – „დედოფალი“ გვარი ჰგონიათ, ამიტომაც სახელის მხოლოდ ინიციალით შემოიფარგლნენ) გამზირის გასწვრივ, ორ მეტროსადგურს – ისანსა და სამგორს (ქვედა) – შორის“. ოღონდ ჩვენ არ ვიცით, რატომ იღებს ერთი კერძო კომპანიასითი ინსტიტუტი საქართველომეორე კერძო კომპანიის ბიზნესის მართვას თავის თავზე (მაშინ, როდესაც კერძო საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით).

ასეა თუ ისე, გენგეგმა ამტკიცებს, რომ გადატანის შემთხვევაში „ბაზრობა იქნება კარგად უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და, ამავდროულად, ექნება კარგი მისაწვდომობა კერძო ავტომობილებით მოსარგებლე მოსახლეობისათვისაც. საქონლის გადაზიდვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შერჩეული ტერიტორიის სიახლოვე რკინიგზის ხაზთანაც.”

იმის გათვალისწინებით, რომ იმავე გენგეგმაში შემოთავაზებულია რკინიგზის გადატანის (თუ სრულად არა, სატვირთო გადაზიდვების მაინც) იდეა (მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ მცდარი და დამანგრეველია რკინიგზის როგორც სრულად, ის ნაწილობრივ გადატანა), გაუგებარია, როგორ და რას შეუწყობს რკინიგზა ხელს.

ერთი სიტყვით, სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელმაც თავის გემოვნებითა და ბიზნესალღოთი დაუგეგმაელიავას ბაზრობისმფლობელებს ბიზნესის განვითარების სტრატეგია, მათი ბიზნესის ერთ ნაწილს 8 ჰექტარ ტერიტორიას სთავაზობს ალტერნატივად.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის 8 ჰექტარი არის სულ სხვა კომპანიის კერძო საკუთრება, ან სითი ინსტიტუტი საქართველოსგუნდი ძალიან ცუდადაა ინფორმირებული, მხოლოდ საკუთარ ფანტაზიას ეყრდნობა და არ აღიარებს საქართველოს კანონმდებლობას, ან უბრალოდ შეთავაზებული ტერიტორიის მფლობელებს ხონჩით მიართმევს გამზადებულ ბიზნესს.

ანალოგიურზე მძიმე ვითარებააელიავას ბაზრობისმეორე ნაწილისთვის შეგულებულ ტერიტორიაზე.

გენგეგმის პროექტში ვკითხულობთ: „ელიავას ბაზრობის მეორე ნაწილის რელოკაცია მიზანშეწონილად მიგვაჩნია ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, დ. გურამიშვილის გამზირსა და ფეიქართა ქუჩის შორის. მოგეხსენებათ, რომ ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, 2016 წლის 10 მაისის # 3/27 წერილით, ოფიციალურად დაუფიქსირა, რომ დაინტერებულია აღნიშნული არეალიდან გასვლაში. შედეგად, შესაძლებელია გათავისუფლდეს 72 ჰა ტერიტორი.”

გადატანის მოტივი აქაც იგივეა – ორი მეტროსადგური, საავტომობილო ხელმისაწვდომობა და რკინიგზასთან სიახლოვე (ცხადია, იმ არასებულ რკინიგზასთან, რადგან იმავე გენგეგმით მისი გადატანაა დაგეგმილი) და ამჯერად 9 ჰექტარზეა საუბარი.

მთავარი ნონსენსი ის არის, რომ ელექტროვაგონშემეკეთებელი ქარხნის ტერიტორია სადავოა და დაყადაღებული, რადგან ყოფილი მეპატრონე უჩივის ახლანდელს ქონების უკანონოდ წართმევაში და პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესიც მოუგო.

ოღონდ სითი ინსტიტუტი საქართველოუფრო გამაოგნებელ ტყუილსაც ამბობს გენგეგმაში: წერილში, რომლითაც თითქოს დასტურდება, რომ ელექტქროვაგონშემკეთებელი ქარხანა მფლობელმა მერიას აჩუქა, სინამდვილეში წერია, რომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნსი მეპატრონე სთხოვს მერიას, გენგეგმაში გაითვალისწინოს მისი ინტერესი, რომ ელექტროვაგონშემკეთებელი ტერიტორიის ადგილას აპირებს საცხოვრებელი კორპუსებისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას.

ცალკე საკითხია, ოგორ გახდასითი ინსტიუტი საქართველოსთვისცნობილი ხსენებული წერილის შესახებ და ისიც, თუ რატომ ტყუის გენგეგმაში, თითქ ტერიტორია მერიის საკუთრებაა.

აქედან გამომდინარე კი, ჩნდება უგონივრულესი ეჭვი, რომ ელიავას ბაზრობის მეორე ნაწილს ელექტროვაგონშემკეთებელი არ[ნის ამჟამინდელი მფლობელისთვის აპირებენ ხონჩით მირთმევას.

ნაკლებად სავარაუდოა, რომსითი ინსტიტუტ საქართველოსმხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობით გადაეწყვიტა ერთი ხელის მოსმით, კანონის გვერდის ავლითა და გაყალბებით კერძო ბიზნესების გადანაწილება, თუმცა მაშინ, როდესაც დავით ნარმანიამ, დედაქლაქის ყოფილმა მერმა 5 სექტემბერს .. ელიავას ბაზრობის სამომავლო განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა (მოტივით, რომ ქალაქის ცენტრს ბაზრობები ხელს უშლის), მედიის ცნობით, დავით ნარმანიას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მერიის ზონალურმა საბჭომ (რომელიც, ასევე, გააუქმა კახა კალაძემ), არც მეტი, არც ნაკლები, ვერეს ხეობაში გასცა მშენებლობის ნებართვა: ათსართულიანი სასტუმროს აშენებისთვის.

ასევე, დატბორვის ზონაში, ვერეს ხეობაშივე, სავაჭრო ცენტრის აშენებაც დაიგეგმა. თუმცა ამჟამინდელი მერი აცხადებს, რომ ვერეს ხეობაში მხოლოდ სარეკრაციო ზონა თუ გაშენდება. სწორედ ასეთია იმ ჯგუფის რეკომენდაცია-დასკვნაც, რომელიც 13 ივნისის ტრაგელიის შემდეგ გაკეთდა (რაც 100 000 ლარი დაჯდა).

თუ გავრცელებულ ინფორმაციას ვერწმუნებით, ვერეს ხეობაში მერი კუთვნილი 1 010 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გასხვისებულია 2017 წლის 17იოქტომბერს შექმნილ კომპანია „ნინაზე“ (რომელცი ზემოხსენებული სასტუმროს მშენებლობას ითხოვს და ზონალური საბჭოც დაეთანხმა, როდესაც თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა).

თავის მხრივ, როგორც გითხარით, თბილისის მერი კახა კალაძე გამორიცხავს ყოველგვარ მშენებლობებს ვერეს ხეობაში, მით უფრო, თუ ვინმემ დრო იხელთა და თანამდებობრივი მდგომარება ბოროტად გამოიყენა.

უცნაურია ამ საქმეშინაციონლური მოძრაობისგანაყარიევროპული საქარველოსაქტირობაც, რომლებიც თბილისის მერიის ახალი შემდაგენლობისგან პრინციპულ გადაწყვეტილებებსა და პოზიციას მოითხოვენ.

მაგალითად, ელენე ხოშტარია, ამასთან, მერობ ყოფილი კანდიდატი, შეწუხებულია არა მხოლოდ მოსალოდნელი სენებლობებით, არამედ იმითაც, რომ, თურმე, თბილისის გენგემის პროექტს (2 800 000 ლარი) და 13 ივნისის შემდეგ შემუშავებულ დასკნაში (100 000 ლარი) ფული ტყუილად გამოდის გადაყრილი და კრინტსაც არ ძრავს იმ ფაქტზე, რომ მიწათარეგბლობის გენგემის პროექტით ვერ ხერხდება საზვრების დადგენა მიწის კვეთებს შორის, რაც მშენელობებისთვის ნებვების უკონტროლოდ და ინტეპრეტაციით გაცემის საფუძველია.

საბოლოო სიტყვა დედაქალაქის მერიის ახალ შემადგენლობაზეა, მათ შორის, ისიც, თუ რა ბედი ეწევა დედაქალას, ანუ გაწირავენ თუ არა თბილისს გენგეგმის იმ პროექტისთვის, რომელიც, იმას გარდა, რომ ვერანაირ შვებას ვერ სთავაზობს, შეუიარაღებელი თვალითაც კრიზისში მყოფ ქალაქს და ბიზენსების ახლებურად გადანაწილების იარაღიცაა ოსტაპ ბენდერისეული თაღლითობით შეზავებული.

მიხეილ ბოლქვაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42