ხელოვნების სასახლეში მიხაი ზიჩის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
კულტურა - 17:25, 06 Dec, 2017     1485
დღეს, ხელოვნების სასახლეში ვეფხისტყაოსნის გამორჩეული ილუსტრატორის, მსოფლიოში აღიარებული უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის გამოფენა გაიხსნა.
პირველად საქართველოში ამ გამოფენისათვის, ბუდაპეშტიდან, უნგრეთის ეროვნული გალერეიდან, მხატვრის მიერ შექმნილი 6 ორიგინალი და 27 მაღალი ხარისხის ასლი გამოიფინება.
10 დღის მანძილზე, ხელოვნების სასახლეში, ქართველ დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ექნება ნახოს და შეაფასოს საიმპერატორო კარის მხატვრის მიერ შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა თბილისში უნგრული კულტურის დღეებისა და საქართველო-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება და იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უნგრეთის საელჩოსა და ბუდაპეშტის ეროვნული გალერეის მხარდაჭერით ხორციელდება.
შოთა რუსთაველის რომანტიკული ეპოსის „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა სწორედ მიხაი ზიჩს უკავშირდება. 1881 წელს, მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით იგი საქართველოში ჩამოვიდა, ნაწარმოების თემაზე შვიდის ნაცვლად 34 ილუსტრაცია შექმნა და ქართველ ხალხს უსასყიდლოდ უსახსოვრა.
მხატვარი 1827 წელს უნგრეთში დაიბადა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვენის სამხატვრო აკადემიაში ისწავლა. 1847 წლიდან მისი კარიერული აღმასვლა იწყება. ზიჩი რუსეთში საიმპერატორო კარის მხატვრად მიიწვიეს, სადაც რუსეთის ოთხი უკანასკნელი იმპერატორის მხატვარი გახადა და „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის" მხატვრის წოდება მიიღო.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 15 დეკემბრამდე გაგრძელდება, ორიგინალები კი ბუდაბეშტში 6 დეკემბერს დაბრუნდება.
გამოფენის პრეზენტაცია გაიმართება 11:30-დან 14:00 საათამდე.
14 საათიდან ბილეთის ღირებულება უფროსებისთვის 2, ხოლო 16 წლამდე მოზარდებისათვის 1 ლარი იქნება.

სპეციალურად გამოფენისათვის, მხოლოდ 5 დეკემბერს, ხელოვნების სასახლის საექსპოზიციო დარბაზები 18:00-ის ნაცვლად 20:00 საათამდე იმუშავებს.ოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42