პირველი არხის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები – ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, ოპერატორი ზაზა შუკვანი და ჩართვის ტექნიკოსი ლევან გულბანი კიევში არ შეუშვეს.
ტელეკომპანიის ინფორემაციით, მესაზღვრეებმა ბორისპოლის აეროპორტში პირველი არხის გადამღები ჯგუფი დღეს დილით რამდენიმე საათით დააყოვნეს, გასაუბრების შემდეგ კი მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადეს.
„წაიღეს პასპორტები, მიზეზი არ ვიცით, რატომ არ შეგვიშვეს. უბრალოდ გვითხრეს – უარიაო. დოკუმენტებზე ხელი არ მოგვიწერია, რომელიც უკრაინულადაა შედგენილი და ჩვენთვის გაუგებარია. ვითხოვეთ განმარტება, მაგრამ უარი განგვიცხადეს. როცა ჩავფრინდით, მე და ოპერატორი გაგვატარეს, ჩართვის ინჟინერი კი შეაყოვნეს, შემდეგ კი დაგვირეკეს და ჩვენც შეგვაბრუნეს. რამდენიმე წუთში თბილისში გამოვფრინდებით“, – აცხადებს პირველი არხის ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი.
ამასთან, ამ დრომდე კიევის ბორისპოლის აეროპორტში, ტრანზიტულ ზონაში იმყოფება "რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, თამარ ნუცუბიძე, რომელსაც გუშინ საღამოს კიევში შესვლის უფლება არ მისცეს. კიევში შესვლის უფლება არ ეძლევა "ტვ. პირველის" ჟურნალისტ ვახო სანაიასაც.
მასალის გამოყენების პირობები






