თბილისის ახალი გენგეგმით, 25 ათასი მიწათმფლობელის უფლებები ირღვევა
საზოგადოება - 10:51, 06 Dec, 2017     4447

სამგორის რაიონი და კერძოდ, ლილო, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა, როგორც სამრეწველო, გადამამუშავებელი და საყოფაცხოვრებო საწარმოების რაიონი.

გასული საუკუნის, 90-იანი წლების მძიმე პერიოდში, ეს საწარმოები ფაქტიურად გაჩერებული იყო, მაგრამ 2000 წლიდან უკვე გაჩნდა გარკვეული ბიზნესს აქტიობების დინამიკა და დღეს ეს რაიონი ეკონომიკურად ყველაზე მზარდ საწარმოო კონგლომერატად გადაიქცა დედაქალაქში. აქ ვეღარ ნახავთ თავისუფალ მიწის ფართობს და ძველ საწარმოებს უკეთდება რეკონსტრუქცია ან პროფილის შენარჩუნებით ან ახალი ბიზნესის წამოსაწყებად. ჩაშვებულია და მზადდება უამრავი სხვა პროექტი .

მოკლედ, ეს რაიონი სასიკეთო ბიზნეს აქტიობებით არის დატვირთული. ბუნებრივია, ქალაქის ხელმძღვანელობაც ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ხელი შეუწყოს ამ აქტიობას და მაქსიმალურად დაეხმაროს ბიზნესის განვითარებაში.

ბუნებრივია, მაგრამ... არის ერთი მაგრამ, ესაა:

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ფანქრის მომარჯვებით და საყრდენი რუქის სასურველ ფერებში გაფერადებით სულ სხვა რეალობის წინაშე აყენებს ბიზნესის წარმომადგენლებს.

ერთ-ერთი მეწარმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჩვენ გავეცანით ხელმისაწვდომ მასალებს და ინტერაქტიული რუქის (http://maps.tbilisi.gov.ge) შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ლილოში არსებული საწარმოო მიწების ნაწილს, ახალი გენგეგმის განახლებული ვერსიის 13.11. 2017-ის მიხედვით ,შეცვლილი აქვს ფუნქციური ზონები. ზოგან საწარმოო ზონა 2 შეცვლილია საწარმოო ზონა 1-ით, ზოგან სამრეწველო ზონას მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი საქმიანობის ზონა და ზოგან, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, საწარმოო ზონა შეცვლილია სასოფლო-სამეურნეო ზონით.

ანუ, საქმე გვაქვს ამ რაიონში მიწათსარგებლობის წესების ცვლილებასთან, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთზე იზღუდება კონკრეტული ბიზნეს- პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, თან ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ მიწის მესაკუთრეები არ არინ საქმის კურსში და მხოლოდ მაშინ დგებიან ამ რეალობის წინაშე, როცა უკვე გამზადებულ პროექტებზე ნებართვების მისაღებად მიმართავენ ქალაქის მერიას.

ეს ყველაფერი კი იმისი ბრალია, რომ თბილისის მოქალაქეებს, ქალაქის ხელმძღვანელობასა და მეწარმეებს ცდილობენ შემოგვაპარონ 4 მილიონ ლარად ღირებული კეთილი სურვილებით სავსე „გენგეგმა“ სადაც გვპირდებიან, რომ 2030-ი წლისთვის თბილისში აღარ ივლიან კერძო ავტომობილები.

თუნდაც ლილოს მაგალითი საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ რეალურად სახეზე გვაქვს მცდელობა მიღებულ იქნეს გარემოს რეგულირების გეგმა თავისი საყრდენი რუკით, რომელიც ცვლის ქალაქის ფუნქციონალურ ზონებს.

გენგეგმის ამ სახით მიღება უამრავი ადამიანის კერძო საკუთრებას და დაგეგმილ ბიზნეს -პროექტებს აყენებს რეალური საფრთხის წინაშე. ლილოს სამრეწველო ზონა, თბილისის ზღვის გარშემო არსებული მიწები, დიდი დიღმის მიმდებარე კერძო დასახლებები, სადაც ახლაც მიმდინარეობს კანონიერი მშენებლობები, სავაჭრო სივრცეები -აი ის ლოკაციები, რომლებიც საკრებულოს მიერ გაფერადებული გენგეგმის დამტკიცების შემდეგ სულ სხვა რეალობაში დაიწყებენ უფლებრივად ფუნქციონირებას.

ეს კი არის სულ მცირე 20-25.000 მესაკუთრის უფლებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რაც ბუნებრივია, მათი მხრიდან არ დარჩება რეაგირების გრეშე.

პატარა ქალაქია თბილისი და არ იმალება არაფერი. ბევრი ელოდება ამ ახალ რუქას, რომ უკვე წინასწარ შერჩეულ ადგილზე ან დაიწყოს, ან განაახლოს უკვე შეჩერებული მშენებლობა. ბევრს კი ამ „გენ.გეგმის“ წყალობით საერთოდ წაართმევა განვითარების საშუალება.

გენგეგმის ავტორების და მათი დამკვეთების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კლასიკური რეიდერული შეტევის დოკუმენტია, როდესაც ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს ძალადობა კონკრეტულ ლოკაციებსა და ბიზნესზე.

გვინდა მოვუწოდოთ მოქალაქეებს და მეწარმეებს, ნუ დაიზარებენ შევიდნენ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე და გადაამოწმონ, ემუქრება თუ არა მათ საკუთრებას საფრთხე, რადგან ხვალ უკვე გვიანი არ იყოს და საჭირო არ გახდეს გაჭიანურებულ და ძვირად ღირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობა.

დღეს ერთიან პროტესტს და მაქსიმალურ საჯაროობას შეუძლია ამ ავანტიურის შეჩერება.

ასევე მოვუწოდებთ ქ.თბილისის მერს- ბ-ნ კახა კალაძეს, რომ დეტალურად შეისწავლოს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ირგვლივ მიმდინარე პროცესიები და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას მისი ამ სახით დამტკიცება. ასევე,გაიმართოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია საკითხის ირგვლივ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

ნოდარ ხარჩილავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42