უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, თამარ ნუცუბიძემ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის ევრო-სტრუქტურებში მუშაობის დამადასტურებელი საბუთები წარადგინა, ის ამ დრომდე ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება და ელოდება პასუხს შეუშვებენ თუ არა ქვეყანაში.
„ახლა ვიმყოფები ბორისპოლის აეროპორტში, კურიერის გადამღები ჯგუფი 20 წუთის წინ ჩამოვიდა ბრიუსელიდან, მესაზღვრემ მკითხა რა მიზნით ჩამოვედი უკრაინაში, ვუთხრაი რომ ვარ ჟურნალისტი და უნდა გავაკეთო რამდენიმე რეპორტაში, მან გადარეკა ტელეფონზე, მომაკითხა სხვა მესაზღვრემ, გოგონამ, გამიყვანეს სხვა ოთახში და საკმაოდ ბევრი კითხვა დამისვეს, ნახეს, რომ ნოემბრის თვეში ვიყავი კიევში და მკითხეს რატომ ვიყავი ცამოსული, შემდეგ მკითხეს რა ურთიერთობა მაქვს სააკაშვილთან, ჩავწერ თუ არა ინტერვიუს მასთან, ვუპასუხე რომ ვისთანაც მომეცემა საშუალებას იმასთან ცავწერ ინტერვიუს, ველოდები პასუხს, შევსებული დოკუმენტაცია წაიღეს, მითხრეს რომ დაველოდო, მთელი ჩემი საბუთები, პასპორტი, ევროპაში ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვები, აკრედიტაციები არის მათთან და ველოდებით პასუხს“, - განაცხადა ჟურნალისტმა.
მასალის გამოყენების პირობები






