"ენერგო-პრო ჯორჯია“-ს არაქართულენოვანი თანამშრომლები სახელმწიფო ენას სწავლობენ (ვიდეო)
საზოგადოება - 12:43, 05 Dec, 2017     2087




სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს საკუთარ, არაქართულენოვან თანამშრომლებს, საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. კომპანიის, სამხრეთ საქართველოს ფილიალის, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მომსახურეობის ცენტრების თანამშომლები სახელწიფო ენას უკვე სწავლობენ ადგილებზე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შესაბამისი რეგიონის სასწავლო ცენტრებში.

აღნიშნულ სკოლასა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს შორის მალე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზე სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სს ენერგო-პრო ჯორჯიასთან შეთანხმებით, უსასყიდლოდ დაგეგმავს და განახორციელებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სს ენერგო-პრო ჯორჯიას პერსონალისათვის ქართული ენის სწავლებას ენობრივი კომპეტენციის A1, A2, B1, B1+, და B2 დონეებზე. ასევე, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ ორგანიზაციულ დონეზე წარმართვას, მსმენელთათვის მოსახერხებელი გრაფიკითა და ენერგეტიკის სფეროს დარგობრივი ლექსიკით გამდიდრებული სასწავლო სახელმძღვანელოების გამოყენებით.

ამჟამად, კომპანიის ახალქალაქის და ნინოწმინდას მომსახურების ცენტრების ოცამდე თანამშრომელი პირველ საფეხურს გადის.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სახელმწიფო ენის სწავლებას დაიწყებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მარნეულის, ბოლნისის, გარდაბანის და დმანისის, არაქართულენოვანი თანამშრომლები, რომელთაც სურვილი ექნებათ გაიღრმავონ სახელმწიფო ენის ცოდნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42