დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ე.წ. ხოკოს უბანშიარსებული საგუშაგოს მიმდებარედ, (აღნიშნულ საგუშაგოზე, ხე-ტყის კანონიერების შემოწმების მიზნით, სვანეთიდან გამომავალ სატრანსპორტო საშუალებებზე მუდმივი კონტროლი ხორციელდება) აღმოაჩინეს შემოვლითი გზა, რომლის საშუალებითაც ხდებოდაუკანონოდ მოპოვებული ფიცრის გადატანა, რაც შემდეგისქემით ხორციელდებოდა:
ბრაკონიერებს, სასაფლაოს გზის გამოყენებით, ტყისმიმართულებით გაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ფიცარი, რომელსაც, ადგილობრივი კერძო პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა საწყობებდნენ. ამის შემდეგ, ტყეში სპეციალურად მოწყობილი ხის კონსტრუქციის გამოყენებით, ხდებოდა ფიცრების დაღმართზე დაშვება (ჩასრიალება). დაახლოებით 40 მეტრი სიგრძის ხის კონსტრუქციის ბილიკი ისევ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სრულდებოდა, საიდანაც, ფიცრის ტრანსპორტირება უკვე ავტომობილების საშუალებით ხდებოდა. ამ მეთოდით ბრაკონიერები საგუშაგოს გვერდის ავლით, შემოვლითი გზით ახერხებდნენ ფიცრის გადატანას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული შემოვლითი გზისა და ფიცრის კონსტრუქციის დემონტაჟი მოახდინეს.
ამოღებულ იქნა 11 მ3-მდე ფიცარი, რომელიც შსს-სსამეგრელო-ზემო სვანეთის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოშია გადატანილი. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები






