მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად არის მიჩნეული. შეჯიბრებაზე საქართველოდან მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. მათ შორის: ევროპის უნივერსიტეტი, თსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჩემპიონატის ჟიურის თავმჯდომარე საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - ჰამლეტ მელაძე, ხოლო ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე - ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მაია ხურცილავაა.
მასალის გამოყენების პირობები