,,დროზე, გავიქცეთ!“ – რა მოხდა 51-ე სკოლის წინ და მკვლელობის რა ახალ დეტალებს უყვებიან ,,ნიუპოსტს“
საზოგადოება - 15:30, 04 Dec, 2017     22524

,,ნიუპოსტისთვის“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სკოლის მოსწავლეები ჩვენთან საუბარში ჰყვებიან, დაპირისპირება მოზარდებს შორის სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო. მათივე თქმით, მანდატური სამსახურის წარმომადგენლები ფაქტს უშუალოდ შეესწრნენ და ისინი გააშველეს კიდეც. ამის შემდეგ კი სკოლის ტერიტორიას ისე გაარიდეს, რომ უკან არ გაჰყოლიან. ბავშვები ჰყვებიან, რომ მათი ვარაუდით, დაპირისპირება კამერებსაც უნდა აღებეჭდათ, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზეა განთავსებული.

ამის შემდეგ, როგორც მოსწავლეები ,,ნიუპოსტს" უყვებიან, მოზარდების ჯგუფმა ხორავას ქუჩისკენ გადაინაცვლა. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ხორავას ქუჩის 4 ნომერში, დაპირისპირება უკვე განმუხტული იყო, მოზარდები შერიგდნენ, თუმცა იქვე ახალ ინიციდენტს ჰქონდა ადგილი - ერთ-ერთმა მოზარდმა გარდაცვლილ ლევან დოთიაშვილს ანთებული სიგარეტი ესროლა, რის შემდეგაც ლევანმა მას უპასუხა, რომ უკვე შეიგდნენ და რაღა საჭირო იყო ასეთი საქციელი? მოსწავლეების თქმით, სწორედ ამის შემდეგ, ლევანიც და დათოც ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნებმა გააკავეს და რამდენიმე მათგანი დანას ურტყამდა.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდა, დანით ხელში სისხლიანი გარბოდა და იძახდა - ,,დროზე, გავიქეცით!“. 51-ე სკოლის მოსწავლეებმა დაზუსტებით არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა მოზარდმა, ქვეყანა უკვე დატოვა.

სკოლის მოსწავლეები გარდაცვლილ მოზარდებს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ორივე - ლევანიც და დათოც საუკეთესო თვისებებით გამოირჩეოდნენ და კარგი მოსწავლეები იყვნენ.

51-ე სკოლის მოსწავლეებმა ,,ნიუპოსტთან“ საუბრის დროს, ვინაობის გამხელა არ ისურვეს. ჩვენი ჟურნალისტი მათ ხორავას ქუჩაზე, ინციდენტის ადგილას ესაუბრა.

შეგახსენებთ, 1დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 51-ე სკოლის ორი მოსწავლე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დანაშაულში ეჭვმიტანილი, 2001 წელს დაბადებული მოზარდი დააკავეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ეჭვმიტანილის სამძებრო სამუშაოები.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის დაფარვისთვის შსს-მ კიდევ სამი პირი დააკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42