სამი დღის წინ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეsძრა - სისხლიან გარჩევას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთის სამართალდამცავებს ოთხი პირი ჰყავთ დაკავებული, აქედან ერთ-ერთი უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულია, მეორე ბრალდებულის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
51-ე საჯარო სკოლასთან საზოგადოების წევრები და გარდაცვლილთა ახლობლები მიდიან და დაღუპულ მოსწავლეების ხსოვნას პატივს მიაგებენ. დღესაც, გუშნდელის მსგავსად, მდუმარე აქცია - „ნუ მომკლავ“ გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამო, გლოვის დღე ოფიციალურად გამოცხადდება თ არა.
„ნიუპოსტმა“ აღნიშნულის გადამოწმება მთავრობის კანცელარიაში სცადა, თუმცა ამის შესახებ კამცელარიაში ინფორმაცია არ აქვთ.
„ნიუპოსტი“ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






