თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან დილიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული - სასწავლო პროცესი არასტანდარტულ ვითარებაში განახლდა. სკოლის დირექტურმა დაადასტურა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ორივე მოზარდი 1-ლი ექსპერიმენტულის მოსწავლეა.
„ჩხრეკა, რა თქმა უნდა, სისტემატურად არ ტარდება. ჩხრეკა დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში ტარდება, ჩვენ კი ასეთი ეჭვი არ გვქონია და არც ჩხრეკა ჩაგვიტარებია, თუმცა პერმანენტულად მიმდინარეობს ასეთი პროცესები. არ შეგვიმჩნევია არასოდეს აგრესია. ადამიანი, რომელიც ასეთ არაადამიანურ ქმედებას ჩაიდენ, არ შეიძლება, განიხილებოდეს, როგორი იყო, რანაირი იყო, ეს არ გვაინტერესებს . საშინელი ფაქტი ჩაიდინეს,“ - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.
თბილისის №1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი გარდაცვლილი მოსწავლეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. დღეს №1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს ფსიქოლოგებიც ხვდებიან:
„გადმოგცემთ მოსწავლეების გულისტკივილს. ყველა ძალიან განიცდის, ყველა წუხს, ყველა უთანაგრძნობს, მაგრამ ცარიელი სიტყვები რას უშველის? - მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, ყველას, რომელსაც ირიბად ან პირდაპირ აქვს შეხება ამ საქმესთან, გამოძიებასთან ითანამშრომლოს აქტიურად. ითანამშრომლოს, რადგან ყველა დეტალი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ,“ - აცხადებს ბარაბაძე.
მასალის გამოყენების პირობები






