,,ეს არ ყოფილა პნევმატური იარაღი, ეს იყო პლასტმასის სათამაშო თოფი“ – 51-ე სკოლის დირექტორი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
საზოგადოება - 23:12, 03 Dec, 2017     11877
ეს არ ყოფილა პნევმატური იარაღი, ეს იყო სათამაშო პლასტმასის თოფი - ამის შესახებ 51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ ,,პოსტსკრიპტუმთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა და სამძიმარი გამოუხატა გარდაცვლილთა ოჯახებს, მოსწავლეებს და მთელ საქართველოს ამ უძმიმესი ტრაგედიისთვის.

თურქაძე ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის დაპირისპირება სკოლაში არ ყოფილა და ყველა ბავშვი ბოლო გაკვეთილის ჩათვლით სკოლაში იყო.

,,ჩენ თავს არ ვარიდებთ არანაირ კითხვებს, უბრალოდ ფიზიკური შესაძლებლობა არ იყო განცხადებები გაგვეკეთებინა, ჩვენ გვიანობამდე ვიყავით ბავშებთან ერთად. ძალიან მძიმეა ის რაც პროკურატურამ თქვა, ის თუ რა უძღოდა წინ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აქ საუბარია სათამაშო და არა პნევმატურ იარაღზე. თუმცა ეს რომ ჩვენთვის ცნობილი ყოფილიყო თუნდაც სათამაშო, პლასტმასის იარაღი, ამასაც აღვკვეთდით. ვერ გეტყვით,არ ვიცი რატომ ითქვა პნევმატური იარაღი, მაგრამ მინდა დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს იყო პლასტმასის სათამაშო იარაღი და ამას გამოძიება დაადგენს.

მთელი დღე სკოლაში იყო სიმშვიდე და არ სჭირდებოდა მანდატურის განმუხტვა. რა თქმა უნდა მანდატურებმა არ იცოდნენ და მათ რომ ეს სცოდნოდათ, ეს არ მოხდებოდა.

მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ იქთვა, თითქოს სკოლიდან ბავშვები გავიდნენ ადრე, მინდა გითხრათ, რომ ბავშვები ბოლო გაკვეთილის დასრულებამდე იყვნენ სკოლებში, ორივე მოზარდი. ერთს სპორტი ჰქონდა და მასწავლებელს ეთამაშა და მოუგო ფრენბურთი ერთერთ გარდაცვლილს, მასწავლებელმა გამოაცილა და ამოჰყვა, მეორეს ჰქონდა მათემატიკა და საკმაოდ აქტიური იყო გაკევთილზე“ - განაცხადა მანანა თუქაძე.

მანვე აღნიშნა, რომ მანდატურები ფილარმონიის წინ მოსულ უცხო ბავშვებს გაჰყვნენ და ბაქრაძის ქუჩამდე ავიდნენ, ,,იქ არ დახვდნენ და ჩვენთვის უცნობი იყო რომელ ეზოში შეიძლება შესულიყვნენ. ამ ეზოში ჩვენი მოსწავლეები არასდროს შესულან. არ კონტროლდება, რადგან ეს არ არის ჩვენი სკოლის ახლომდებარე ტერიტორია.“ - განაცხადა 51-ე სკოლის დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42